მესაზღვრეები ბლოელ გოგიას სახლს უშენებენ

© photo: courtesy of Ministry of Internal Affairs of Georgiaშინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრეები ბლოელ გოგიას სახლს უშენებენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრეები ბლოელ გოგიას სახლს უშენებენ
 - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ბლოში მცხოვრები ერთადერთი ადამიანისთვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

ლიკა მირაქიშვილი - Sputnik საქართველო
ვინ არის გოგონა, რომელიც ნასოფლარს დაუბრუნდა იქ, სადაც ლოცვა არწივთა ფრთებქვეშ აღევლინება

გოგია გიგაურს ძველი ხევსურული, ბანიანი სახლი ზვავმა 2015 წელს დაუნგრია. სოფლამდე სამანქანო გზა არ მიდის, როშკასთან წყდება. როშკიდან ბლომდე კი 5 კილომეტრია. რამდენიმე წლის წინ ბარისახოდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით რკინის კარკასი აიტანა, ტენტი გადააფარა და მეოთხე წელია, კარავში იზამთრებს.

საინფორმაციო სააგენტო „მთის ამბების" ცნობით, გოგია გიგაური ბლოში დაბადებულ-გაზრდილია. უკვე 1997 წლისთვის ამ სოფელში გოგიას ოჯახიღა იყო შემორჩენილი. სააგენტომ საზოგადოებას გააცნო მისი მდგომარეობა და სახლის ასაშენებლად თანხაც შეაგროვა.

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს მთავრობა მაღალმთიან სოფლებს>>

„შეგროვილი 9339 ლარით, სრულად, ბლოელ გოგიას გაზაფხულზე ძველი ხევსურული სახლის აღდგენას ან ბიზნეს-იდეას დავუფინანსებთ, რათა ის უფრო მეტად გაძლიერდეს და მთაში დაბრუნების სტიმული სხვებსაც მისცეს", - აღნიშნულია „მთის ამბების" სტატიაში.

ყველა ახალი ამბავი
0