22:39 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
7300

საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით იმპორტიორები საქონლის მიწოდებაზე ყველა დავალიანების დაფარვას ცდილობენ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. „სარფის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ავტომობილების 5-კილომეტრიანი „საცობი" შეიქმნა, იუწყება CNN Turkey.

ტელეარხის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების რიგი საზღვრიდან თურქულ ქალაქებამდე – ხოფამდე და ქემალფაშამდეა გადაჭიმული. თურქული მხარე აცხადებს, რომ „საცობი" ქართული საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის დარღვევის გამო წარმოიშვა.

ასევე თურქული მასმედიის ცნობით, ექსპორტიორებს თვის ბოლომდე სურთ დავალიანებების დაფარვა, ამიტომ შეიქმნა ასეთი რიგები საზღვარზე. თურქული მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის დარღვევას წლის ბოლოსა და მოახლოებულ საახალწლო დღესასწაულებს უკავშირებს.

მასმედიაში აცხადებენ, რომ თურქეთის მთავრობა მუდმივ კონტაქტშია ქართველ მესაზღვრეებთან და რიგების პრობლემა საზღვარზე უახლოეს დღეებში მოგვარდება.

მთავარი თემები