საქართველოდან სომხეთში ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება

© photo: Sputnikსარემონტო სამუშაოები
სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტის ღირებულება, რომელიც მაგისტრალის აღდგენას ითვალისწინებს, დაახლოებით 14 მლნ ლარია.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 14,6-კილომეტრიანი მონაკვეთის (98–112 კმ) სარემონტო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტზე დაყრდნობით.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში ინვესტიციებს გაზრდის>>>

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობებით (დიდთოვლობა, ნამქერი და დიდი ყინვები) გამოირჩევა, შესაბამისად, ზამთარში სარემონტო სამუშაოები შეჩერდა. სამუშაოები განახლდა მას შემდეგ, რაც მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა.

პროექტის ფარგლებში დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია, გაფართოება, რკინა-ბეტონის სამი ხიდისა და წყალგამტარი მილების რეაბილიტაცია. ასევე დაგეგმილია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.

ანაკლია - Sputnik საქართველო
ანაკლიისკენ მიმავალი გზების მშენებლობის პროექტის შემუშავებაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, აღნიშნული მონაკვეთი გადის სოფლებზე გორელოვკა და ჟდანოვი და საქართველო-სომხეთის საზღვართან სრულდება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13,8 მლნ ლარს აჭარბებს.

სარემონტო სამუშაოები 2018 წლის ივლისში დაიწყო. ამ დროისთვის ორკილომეტრიან მონაკვეთზე დაგებულია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო მეორე ორკილომეტრიან მონაკვეთზე მოწყობილია მიწის ვაკისი.

წელს საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე დაზიანებული 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (91-97 კმ) სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყებად პროექტიც მომზადდება.

მას შემდეგ, რაც საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთი გარემონტდება, ახალციხიდან სომხეთამდე მოძრაობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება, აღნიშნავენ უწყებაში.

ამ ეტაპზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სარემონტო სამუშაოები ათი პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარეობს ოთხი ხიდისა და 41,1 კმ გზის მშენებლობა და რემონტი. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 32,8 მილიონ ლარს შეადგენს.

2019 წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილია 7 პროექტის დაწყება, რომელთა ჯამური სიგრძე შეადგენს 37,3 კმ-ს. პროექტების სავარაუდო ღირებულება 36,2 მლნ ლარზე მეტია.

 

ყველა ახალი ამბავი
0