მასმედია: საქართველო–თურქეთის საზღვარზე უზარმაზარი „საცობი" შეიქმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliტრეილერები „სარფის" საკონტროლო პუნქტზე
ტრეილერები „სარფის საკონტროლო პუნქტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო დღესასწაულების მოახლოებასთან დაკავშირებით იმპორტიორები საქონლის მიწოდებაზე ყველა დავალიანების დაფარვას ცდილობენ.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. „სარფის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ავტომობილების 5-კილომეტრიანი „საცობი" შეიქმნა, იუწყება CNN Turkey.

სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო
საქართველოდან სომხეთში ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება

ტელეარხის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების რიგი საზღვრიდან თურქულ ქალაქებამდე – ხოფამდე და ქემალფაშამდეა გადაჭიმული. თურქული მხარე აცხადებს, რომ „საცობი" ქართული საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის დარღვევის გამო წარმოიშვა.

ასევე თურქული მასმედიის ცნობით, ექსპორტიორებს თვის ბოლომდე სურთ დავალიანებების დაფარვა, ამიტომ შეიქმნა ასეთი რიგები საზღვარზე. თურქული მხარე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მუშაობის დარღვევას წლის ბოლოსა და მოახლოებულ საახალწლო დღესასწაულებს უკავშირებს.

მასმედიაში აცხადებენ, რომ თურქეთის მთავრობა მუდმივ კონტაქტშია ქართველ მესაზღვრეებთან და რიგების პრობლემა საზღვარზე უახლოეს დღეებში მოგვარდება.

ყველა ახალი ამბავი
0