12:22 08 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2690
  • 100 RUB4.6218
  • USD2.9466
აქცია თბილისის სასამართლოს შენობაში

ხმაური თბილისის საქალაქო სასამართლოში: ოპოზიციის ლიდერები მოსამართლის განაჩენს ელოდებიან

© Sputnik / Vladimir Umikashvili.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (158)
39 0 0

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადმოინაცვლეს

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საპროტესტო მოძრაობის ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლო გახდა, სადაც პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 37 მოქალაქის საქმეები იხილება.

პიკეტები ყოველ ორშაბათს: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა >>

ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. ყველა მათგანის საქმეს ერთი მოსამართლე იხილავს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულების ადმინისტრაციული პატიმრობის 24-საათიანი ვადა უკვე ამოიწურა. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ დაკავებულებს თავისუფლება უკანონოდ ეზღუდებათ.

„ეს უპრეცედენტო შემთხვევაა“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა, პარტიის „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ სასამართლოსთან.

„ეს ნერვების ომია“, – აღნიშნა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

მისი ვაჟი ზუკა ბერძენიშვილი 37 დაკავებულთაგან ერთ–ერთია.

ამასობაში, შსს სასამართლოს შენობასთან დამატებითი ძალების მობილიზებას ახდენს. დიდი რაოდენობით პოლიციელები იმყოფებიან სასამართლოს შენობაში. პოლიციას ბლოკირებული აქვს შენობის შიდა კიბეები. სასამართლოში მივიდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი. ისინი ცდილობდნენ ასულიყვნენ შენობის მეორე სართულზე, სადაც სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, თუმცა ამაში მათ პოლიციამ და მანდატურებმა შეუშალეს ხელი.

დეპუტატების ჯგუფმა „ქართული ოცნება" ოფიციალურად დატოვა >>

საპროტესტო აქციის მონაწილეები ორშაბათს პარლამენტის პიკეტირებისას დააკავებს.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.

თემები:
ახალი საპროტესტო ტალღა თბილისში: 2019 წლის ნოემბერი (158)

მთავარი თემები