თბილისში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მოითხოვეს

გამოწერა
საქართველოში აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეებმა პეტიცია შეადგინეს და მთავრობის სახლის წინ წაიკითხეს

 

თბილისი, 1 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს კანცელარიასთან  რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და ქვეყანაში აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა მოითხოვა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „აზარტული თამაშები კლავს“, „ყველა კაზინოში - სამოქალაქო რეესტრი“, „დაიცავი შენი შვილი“. 

სამორინე - Sputnik საქართველო
საზოგადოებრივი მაუწყებელი აზარტული თამაშების რეკლამას აღარ გაუშვებს

აქციის ინიციატორმა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ პეტიცია წაიკითხა. მოთხოვნათა შორისაა: 25 წლამდე საქართველოს მოქალაქეთა დაშვების აკრძალვა სათამაშო დაწესებულებებში; თამაშდამოკიდებულთა მკურნალობის დაფინანსება; აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა; ინტერნეტით აზარტული თამაშების საკითხის მოგვარება; ყველა კაზინოს ტურისტულ ზონაში გადატანა და 1 ნოემბრის გამოცხადება აზარტულ თამაშებთან ბრძოლის დღედ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა თამარ ჯაფარიძემ კი ხელისუფლებას დედების სახელით მიმართა.

 „მივმართავ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს - მოდით, ვაღიაროთ აზარტული თამაშები მძიმე დაავადებად. სიცოცხლის უფლება კონსტიტუციითა გვაქვს გარანტირებული, მაგრამ თქვენ ამ უფლებას არღვევთ. გამოერკვიეთ და სწრაფად გადადგით ნაბიჯები“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

აზარტული თამაშების თემა განსაკუთრებით აქტუალური საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ოპერატორ სანდრო ბერაძის გარდაცვალების შემდეგ გახდა. როგორც ბერაძის მამამ განაცხადა, იგი დამოკიდებული იყო აზარტულ თამაშებზე, რის გამოც ჰქონდა ვალები. 

სანდრო ბერაძე - Sputnik საქართველო
„პირველი არხის“ ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

სანდრო ბერაძე რამდენიმე დღის ძებნის შემდეგ ცხვარიჭამიაში 29 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შემდეგ, პირველმა არხმა აზარტული თამაშების რეკლამირებაზე უარი განაცხადა.

აზარტული თამაშები – საქართველოში ერთ–ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. ამ სექტორიდან შემოსავალი ბანკებიდან მიღებულ შემოსავალსაც კი აჭარბებს.

თამარ ჯაფარიძის მტკიცებით,  საქართველოში 700 ათასი ლუდომანი ანუ ყოველი მეხუთე მცხოვრები მოთამაშეა.

საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია.

ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას დავუჯერებთ, აზარტულ თამაშებს თამაშობს 14 წლის მოზარდების 28%, 16 წლის მოზარდების 58%, 17 წლის მოზარდების 90%. კაზინოებსა და სათამაშო აპარატების სალონებში შესვლაზე ასაკობრივი ცენზის გამო ზემოხსენებული კატეგორია ონლაინ კაზინოების მომხმარებელია.

ყველა ახალი ამბავი
0