„პირველი არხის“ ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს

გამოწერა
ახლობლები სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარს მაშველებმა და ოჯახის წევრებმა დღეს მიაგნეს, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

პოლიციის მანქანები - Sputnik საქართველო
პოლიციამ „პირველი არხის“ ჟურნალისტი დააკავა

ახლობლები 29 წლის სანდრო ბერაძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური. სამძებრო-საგამოძიებო სამუშაოები ცხვარიჭამიის ტყეში მიმდინარეობდა, რადგან სანდრო ბერაძის მეგობრის თქმით, 112-ში სანდროს შეტყობინება სწორედ ამ ტერიტორიიდან შევიდა, რის მიხედვითაც დაახლოებით იცოდნენ ადგილი, სადაც დაიკარგა.

ახლობლები სანდროს გაუჩინარებას მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას უკავშირებდნენ. როგორც ბერაძის ერთ-ერთი მეგობარი აცხადებს, პოლიციამ ამოიღო კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდება სანდრო ბერაძე წერეთლის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსით.

ოჯახის ცნობით, სანდრო ბერაძე ოჯახის წევრებს ტელეფონით ბოლოს 25 ოქტომბერს ესაუბრა.

ყველა ახალი ამბავი
0