16:57 07 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4477
  • 100 RUB4.2454
  • USD3.0532
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
61810

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვულგარულ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა ქართველი გოგონა ცეკვავს. ვიდეოს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. შვიდი წლის გოგონას დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა, სოციალურ ქსელში იმ ადმიანებს მიმართავს, ვინც ბავშვი და მისი მშობლები სექსუალური ჩაცმისა და ბავშვისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო გააკრიტიკა.

მისი თქმით, არავისი საქმე არაა, როგორ მოეპყრობა საკუთარ შვილს.

„უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს ქალბატონი.

გოგონა, რომლის დედასაც საკუთარ პირად გვერდზე შვილის ფოტოები უდევს, მონაწილეობას სოციალური ქსელის ერთ-ერთ კონკურსში იღებდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ქორწილში გადაღებული ვიდეო, სადაც გოგონა ცეკვავს, აცვია ძალიან მოკლე კაბა, აქვს მაკიაჟი და ვულგარული მოძრაობებით გამოირჩევა. უფლებადამცველი ბაია პატარაია აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

მთავარი თემები