თბილისში პედოფილიაში ბრალდებული ამერიკელი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული აშშ-ის მოქალაქე თბილისში დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, 46 წლის მამაკაცი აშშ-ის ტეხასის შტატის მიერ 2018 წლიდან იძებნებოდა. იგი პოლიციამ თბილისში, გორკის ქუჩაზე, თავის დროებით საცხოვრებელ სახლთან დააკავა.

 INTERPOL - Sputnik საქართველო
ქართველი კრიმინალისტები ინტერპოლთან ერთად იმუშავებენ

მამაკაცს 2017 წელს ქალაქ ოსტინში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის ედება ბრალი ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით.

კერძოდ, მას არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულს, ასევე დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებულ სექსუალურ დანაშაულსა და არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტს ედავებიან.

ტეხასის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური დანაშაული 25 წლით თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვნის წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური დანაშაული კი 99 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. არასრულწლოვანთან უხამსი სახის კონტაქტის გამო დამნაშავე 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0