ქართველი კრიმინალისტები ინტერპოლთან ერთად იმუშავებენ

© photo: Interpol / FB INTERPOL
 INTERPOL - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ექსპერტები კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის ღონისძიებებში ჩაერთვებიან.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ჩაერთვებიან ინტერპოლის პროგრამაში „კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია" (DVI), იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთს ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი გადასცა

ინტერპოლის სამომავლო ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი ექსპერტები, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში სპეციალური ტრენინგები გაიარეს.

მომზადების დასრულების შემდეგ ქართველმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა საერთაშორისო ექსპერტის სტატუსი მიიღეს.

ტრენინგის მთავარი მიზანია ინტერპოლის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო პრაქტიკისა და ცოდნის დანერგვა დადგენილი საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში კი გადამზადებული ექსპერტების "კატასტროფის მსხვერპლთა იდენტიფიკაციის" პროცესში ჩართვა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0