„ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ არ შეგეკითხებით“ – რას წერს 7 წლის გოგოს დედა

CC0 / Pixabay / მობილური ტელეფონი და კომპიუტერის კლავიატურა
მობილური ტელეფონი და კომპიუტერის კლავიატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ვულგარულ ტანსაცმელში გამოწყობილი პატარა ქართველი გოგონა ცეკვავს. ვიდეოს საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. შვიდი წლის გოგონას დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა, სოციალურ ქსელში იმ ადმიანებს მიმართავს, ვინც ბავშვი და მისი მშობლები სექსუალური ჩაცმისა და ბავშვისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო გააკრიტიკა.

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისში პედოფილიაში ბრალდებული ამერიკელი დააკავეს

მისი თქმით, არავისი საქმე არაა, როგორ მოეპყრობა საკუთარ შვილს.

„უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის“, – წერს ქალბატონი.

გოგონა, რომლის დედასაც საკუთარ პირად გვერდზე შვილის ფოტოები უდევს, მონაწილეობას სოციალური ქსელის ერთ-ერთ კონკურსში იღებდა. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ქორწილში გადაღებული ვიდეო, სადაც გოგონა ცეკვავს, აცვია ძალიან მოკლე კაბა, აქვს მაკიაჟი და ვულგარული მოძრაობებით გამოირჩევა. უფლებადამცველი ბაია პატარაია აღნიშნულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0