საქართველოში ძიძების სერტიფიცირება იწყება

CC BY 2.0 / Peter Moons / Hugging nannyძიძა ბავშვებთან ერთად
ძიძა ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფო კილაძის ინფორმაციით, ძიძების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და მის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენცია წარმოადგენს.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. მთავრობა ძიძების სერტიფიცირებას იწყებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ახალგაზრდა ძიძას 5 თვის ბავშვის სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი >>

„ბავშვთა უფლებების კოდექსში“ შესაბამისი ჩანაწერი უკვე არსებობს. ცვლილებაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმუშავა. კანონპროექტის ავტორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრი სოფო კილაძე და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი პაატა ტურავა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ძიძების სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება და მის მიზანს ბავშვთა უფლებების დაცვა და ძალადობის პრევენცია წარმოადგენს.

„ბავშვის მომვლელის (ძიძის) სტატუსი, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოუაროს ერთ ბავშვს ან რამდენიმე ბავშვს (არაუმეტეს 5 ბავშვისა) მისი/მათი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან სახლის გარეთ, ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას. სერტიფიცირებულ ბავშვის მომვლელს (ძიძას) უფლება აქვს, ბავშვის/ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან შესაბამისი მხარდაჭერა მიიღოს“, - ნათქვამია „ბავშვის უფლებათა კოდექსში“.

ქალი ხელბორკილით - Sputnik საქართველო
პოლიციამ ჩემოდანში ახალშობილის გვამი იპოვა: დაწყებულია გამოძიება

ძიძის ნებაყოფლობით სერტიფიცირებას ორგანიზებას უწევს და სერტიფიცირებული ბავშვის მომვლელების (ძიძების) რეესტრს აწარმოებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ სერტიფიცირება სხვა კრიტერიუმებთან ერთად ძიძის პერსონალური მონაცემების შემოწმებას, ფსიქოლოგიური მდგომარეობის დადგენას, სამედიცინო და პედიატრიულ სწავლებასაც მოიცავს.

ოპოზიცია კანონს სკეპტიკურად უყურებს. მათთვის გაუგებარია, რას ემსახურება ძიძების ნებაყოფლობითი სერტიფიცირება მაშინ, როდესაც მსგავსი მომსახურების მქონე სააგენტოები უკვე არსებობს.

კანონი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. სერტიფიცირებასთან დაკავშირებული კრიტერიუმების განსაზღვრისთვის კი განათლების სამინისტროს ვადა 2020 წლის პირველ მარტამდე აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0