მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლიციამ ჩემოდანში ახალშობილის გვამი იპოვა: დაწყებულია გამოძიება

© photo: Sputnik / Stringerქალი ხელბორკილით
ქალი ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემოდანში ნაპოვნი ახალშობილის ცხედარი პოლიციელებმა პროზექტურაში გადაგზავნეს, ხოლო ქალაქის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. იტალიელმა კარაბინერებმა ქალაქ ვალო-დელა-ლუაკანიაში მცხოვრები მოლდოველი ქალის ბინაში ახალშობილის გვამი იპოვეს, რომელიც ჩემოდანში იდო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქალაქის პროკურატურაზე დაყრდნობით. 

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
„ბავშვს მწერები ესეოდნენ": ოზურგეთში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

პოლიციამ ბინაში ჩხრეკა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ადგილობრივი საავადმყოფოდან შესაბამისი ინფორმაცია მიიღო. კლინიკამ სამართალდამცველებს აცნობა, რომ წინა ღამით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მათთან ძლიერი სისხლდენით შეიყვანა ქალი, რომელიც ძიძად მუშაობდა ერთ-ერთ ოჯახში. ექიმები მაშინვე მიხვდნენ, რომ საქმე მშობიარესთან ჰქონდათ და ამიტომ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს.

ჩემოდანში ნაპოვნი ახალშობილის ცხედარი კარაბინერებმა პროზექტურაში გადაგზავნეს, ხოლო ქალაქის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

„ახლა უპირველესად უნდა დავადგინოთ, ბავშვი მკვდარი დაიბადა, თუ საქმე ახალშობილის დაღუპვასთან გვაქვს.... სამედიცინო ექსპერტიზა დღეს ჩატარდება“, – აცხადებს პროკურორი ანტონიო რიჩი.

მისი თქმით, ეს საშინელი ისტორია გაკვეთილად უნდა იქცეს სხვა ქალებისთვის, რომლებიც დედობისთვის ემზადებიან. პროკურორი ამბობს, რომ ორსულმა ქალბატონებმა, მათ შორის უცხოელებმა, უნდა იცოდნენ, რომ იტალიის სახელმწიფო ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მათ რთულ სიტუაციაში ჩავარდნის შემთხვევაში.

ყველა ახალი ამბავი
0