09:09 14 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.5941
  • USD2.9568
ეკატერინე ტიკარაძე

ხობის ფსიქიატრიულ კლინიკაში რეაბილიტაცია მიმდინარეობს

© photo: Emergency Coordination and Emergency Center / FB
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (87)
90 0 0

განახლებული საავადმყოფო იქნება გათვლილი 454 საწოლზე, ხოლო პაციენტები მიიღებენ მაღალი ხარისხის მომსახურებას.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ხობის რაიონის ქუტირის ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაიწყო სარემონტო სამუშაოები, რომელიც 2022 წლის 1 ივლისამდე დასრულდება, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, რემონტის შემდეგ აღნიშნული ფსიქიატრიული დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება. ცენტრი 454 საწოლზე იქნება გათვლილი და ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი მოვლა ესაჭიროებათ, აშენდება ოთხი შენობა - ქუთაისში, ფოთსა და სენაკში. ქუთაისში ორი შენობა აშენდება.

„სახელმწიფოს მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა სამკურნალო და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და მათთვის შესაბამისი, მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდება“, - აღნიშნა მინისტრმა.

გასული წლის თებერვალში გარემონტდა სურამის ქაჯაიას სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფო.

რატომ გაგუდა 16 წლის დედამ საკუთარი ჩვილი? საქმის შოკისმომგვრელი დეტალები >>

გასულ წელს საქართველოს ომბუდსმენის წარმომადგენლებმა ფსიქიატრიულ კლინიკებში სერიოზული პრობლემები აღმოაჩინეს. სახალხო დამცველის შემოწმების შედეგად გამოვლინდა პრობლემები როგორც ინფრასტრუქტურის კუთხით, ისე მკურნალობის მეთოდების მხრივ. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ საავადმყოფოს პირობებს პაციენტების  ღირსებისთვის შემლახავი უწოდა და ჯანდაცვის სამინისტროს დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

ფსიქიატრიული კლინიკების საკითხი აქტუალური გახდა რამდენიმე საზარელი შემთხვევის შემდეგ, რომელიც თბილისში მოხდა. პირველი ინციდენტი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ქალმა მოულოდნელად ჩანთიდან ამოიღო დანა და პატარა ბავშვს სახეზე რამდენჯერმე გადაუსვა. ამას გარდა, ქალმა ბავშვის დის დაჭრაც მოინდომა, მაგრამ მშობლებმა მისი გადარჩენა მოასწრეს. თამარ საძაგლიშვილმა, რომელიც ბავშვებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შიზოფრენიის სამკურნალო პრეპარატების და ანტიდეპრესანტების მიღება შეწყვიტა.

მსგავსი შემთხვევა სექტემბრის დასაწყისშიც მოხდა, როდესაც მოდის ცნობილი ექსპერტის, დალი ჩიტალაძის ვაჟს, ვახტანგ სუთიძეს დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. თავდასხმა სუთიძის სახლის სადარბაზოში მოხდა, როდესაც ის ეკლესიიდან საკვირაო წირვიდან ბრუნდებოდა. მამაკაცმა სუთიძეს ჭრილობები ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ამასთან ისიც იმავე ეკლესიის მრევლი იყო, რომელშიც სუთიძე დადიოდა.

ფსიქიატრებმა არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციონ ამ დარგს, გაზარდონ საწოლების რაოდენობა და დაფინანსება ფსიქიური აშლილობის მქონე პირთა მკურნალობისთვის.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (87)

მთავარი თემები