რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ექიმ-ფსიქიატრს გირაო შეეფარდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმ თამარ ალადაშვილს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ 20 ათასი ლარის გირაო შეუფარდა, იუწყება პირველი არხი.

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯეს >>

დაცვის მხარე გირაოს სახით 10 ათასი ლარის შეფარდებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ტაშით შეხვდნენ. სხდომას ფსიქიატრიული დაწესებულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

თამარ ალადაშვილი მიმდინარე წლის 18 ივნისს დააკავეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 9 თებერვალს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს ვალერი ირემაძემ და მისმა ნათესავებმა. მათ ექიმს ფსიქიატრიული გამოკვლევა და სტაციონარში მოთავსება სთხოვეს. ექიმმა არ გაუწია შესაბამისი დახმარება, რის შემდეგაც ირემაძემ სამედიცინო დაწესებულება დატოვა.

შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო
რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობისთვის ბიძა დააკავეს

შემთხვევა მიმდინარე წლის 10 თებერვალს მოხდა. რუსთავის მერვე მიკრორაიონში 29 წლის ვალერი ირემაძემ საკუთარ 13 წლის ძმისშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ჯერ მამა სცემა და სახლიდან გააგდო, შემდეგ კარი ჩაკეტა და ძმისშვილი მოკლა. მომხდარის შემდეგ მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა და გაქცევა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ადგილზე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავში 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიციის სამი თანამშრომელი სამსახურებრივი გულგრილობის გამო სამსახურიდან დაითხოვეს.

დაკავებული ექიმის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0