19:44 28 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0686
  • 100 RUB4.2697
  • USD2.8042
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (105)
66 0 0

ფესტივალზე განიხილავენ პარკების დეფიციტს, სატრანსპორტო „საცობებს", ტყვიის შემცველობას ჰაერში, წყალდიდობის რისკს დედაქალაქში...

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, პარკ „მზიურში" 12 და 13 ოქტომბერს გაიმართება „მწვანე ფესტივალი" (Green Fest), რომელზეც განიხილავენ საქართველოში არსებულ აქტუალურ პრობლემებს, როგორიცაა პარკების დეფიციტი, სატრანსპორტო „საცობები", ტყვიის შემცველობა ჰაერში, წყალდიდობის რისკი და სხვა მრავალი.

„გარემო იქნება ჩემი კლიენტი" – საქართველოს უცხოელი გარემოსდაცვითი ომბუდსმენი ეყოლება>>

ღონისძიების პირველ დღეს ფესტივალის სტუმრებს ელოდება როგორც საგანმანათლებლო, ისე გასართობი პროგრამა. ფესტივალს გახსნის ე.წ. ფრი–მარკეტი, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს ნივთებს გაუცვლიან.

შემდეგ ფესტივალი გაგრძელდება პანელ-დისკუსიით „მწვანე პოლიტიკის არსი: ეკოლოგია, ფემინიზმი, ქვიარ საკითხები და სოციალური სამართლიანობა", რომელსაც ჩაატარებენ ბიოლოგი და ეკოლოგი მანანა ქოჩლაძე, ფემინისტი და აქტივისტი ალა პარუნოვა და ჟურნალისტი მათე გაბიცინაშვილი. ლექციას თემაზე „რატომ არის მწვანე პოლიტიკა მემარცხენე?" ჩაატარებს კულტუროლოგი, პროფესორი გიორგი მაისურაძე.

მეორე დღეს ფესტივალზე განიხილავენ გარემოს პრობლემებს. დისკუსიაზე „გარემოსდაცვითი ბრძოლა ადგილობრივ კონტექსტში" გამოვლენ არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების კახეთის ფონდის" წარმომადგენლები ლუიზა მუთოშვილი და პროფესორი თამთა მიქელაძე.

საქართველოს მოსახლეობას ჰაერში მავნე ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან>>

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა პრეზენტაცია და მასტერ-კლასი. იქნება მუსიკა და ზაზა ხალვაშის ფილმ „ნამეს" ჩვენება. ფესტივალი 14:00-დან 22:30 საათამდე იმუშავებს. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ორგანიზატორია „ახალგაზრდა მწვანეები" (Georgian Young Greens), მხარდაჭერია Heinrich-Böll-Stiftung South Caucasus.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (105)

მთავარი თემები