09:19 21 აპრილი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0291
  • 100 RUB4.2126
  • USD2.6935
ტრანსპორტის მოძრაობა თბილისის გზებზე

საქართველოს მოსახლეობას ჰაერში მავნე ნივთიერებების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან

© Sputnik / Alex Shlamov
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (25)
8520

საქართველო ზონებად დაიყოფა და მოსახლეობის რაოდენობის და გეოგრაფიული პარამეტრების გათვალისწინებით ატმოსფერული ჰაერის ხარისხს შეისწავლიან

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ორშაბათს წარუდგენს პარლამენტს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომელთა თანახმად მოსახლეობა რეგულარულად მიიღებს ინფორმაციას ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შესახებ, იუწყება პირველი არხი.

პირბადეებიანმა სტუდენტებმა თბილისის მერიასთან აქცია მოაწყვეს >>

სავალდებულო გახდება ასევე ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ამა თუ იმ მავნე ნივთიერებების შესაძლო ზემოქმედების შესახებ.

ყოველდღიურად განახლდება მონაცემები ჰაერში გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდის, მყარი ნაწილაკების, ნახშირბადის მონოქსიდისა და ოზონის კონცენტრაციების შესახებ. ჰაერში ტყვიისა და ბენზოლის კონცენტრაციების შესახებ ინფორმაცია სამ თვეში ერთხელ განახლდება.

ჰაერის ხარისხზე უკეთესი დაკვირვებისთვის საქართველოს მთელი ტერიტორია ჰაერის ხარისხის მიხედვით ზონებად დაიყოფა და თითოეულ ზონაში ხუთ წელიწადში ერთხელ ინფორმაციის სრული განახლება მოხდება.

თითოეულ ზონაში მონიტორინგის ფარგლებში ყურადღების ქვეშ მოექცევა მოსახლეობის რაოდენობა, გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრები.

კანონპროექტის დეტალების გაცნობა შესაძლებელი გახდება ბიუროს სხდომაზე მისი რეგისტრაციისა და პარლამენტის ვებგვერდზე მისი გამოქვეყნების შემდეგ.

სხვადასხვა კვლევების თანახმად, ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო საქართველოში ავტომობილების და, კერძოდ, ძველი ავტომობილების გამონაბოლქვია.

ამასთან დაკავშირებით 2019 წლიდან ყველა სახის ტრანსპორტისთვის ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა.

თბილისის მერია, თავის მხრივ, პოპულარიზებას უწევს ეკოლოგიურად სუფთა ელეტრომობილებს, ეტაპობრივად აახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკს და „საცობების" განტვირთვის მიზნით ახალ სატრანსპორტო კვანძებს ქმნის.

ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში 1,2 მილიონზე მეტი ავტომობილია, აქედან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული.

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (25)

მთავარი თემები