09:17 27 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2356
  • 100 RUB4.5039
  • USD2.8470
თბილისის მერიის შენობა

პირბადეებიანმა სტუდენტებმა თბილისის მერიასთან აქცია მოაწყვეს

© Sputnik / Alexander Imedashvili
თბილისი
მოკლე ბმულის მიღება
64 0 0

სტუდენტები ჩივიან, რომ გაზების გამონაბოლქვის გამო დედაქალაქში სუნთქვა ჭირს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიის წინ სამედიცინო პირბადეებით რამდენიმე ათეული სტუდენტი შეიკრიბა, რომლებიც ეკოლოგიის გადასარჩენად ზომების მიღებას მოითხოვენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს ქალაქები, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების შემცველობა ყველაზე მაღალია>>

„მოვითხოვთ სუფთა ჰაერს!" – სკანდირებდა ახალგაზრდობა ქალაქის მთავრობის შენობის შესასვლელთან. სტუდენტებმა მერიას მოუწოდეს, მოაგვარონ თბილისში ძველი ავტომობილების პრობლემა და გააუმჯობესონ სატრანსპორტო სისტემა.

ახალგაზრდებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ.

ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო საქართველოში ავტომობილების და, კერძოდ, ძველი ავტომობილების გამონაბოლქვია. ამას მოწმობს უმაღლესი საკონტროლო ორგანოების ევროპის ორგანიზაციის გარემოს დაცვის აუდიტის სამუშაო ჯგუფის კვლევა.

საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ზომების მიღება ეკოლოგიის გადასარჩენად. ტექნიკური დათვალიერება 2019 წლიდან ყველა სახის ტრანსპორტისთვის სავალდებულო გახდა.

თბილისის მერია, თავის მხრივ, პოპულარიზებას უწევს ეკოლოგიურად სუფთა ელეტრომობილებს, ეტაპობრივად აახლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკს და „საცობების" განტვირთვის მიზნით ახალ სატრანსპორტო კვანძებს ქმნის.

ბოლო ოფიციალური მონაცემების თანახმად, საქართველოში 1,2 მილიონზე მეტი ავტომობილია, აქედან მესამედი თბილისშია რეგისტრირებული.

მთავარი თემები