მეჩეთის მშენებლობა ბათუმში: სასამართლომ მერიას მშენებლობის აკრძალვის გადახედვა დაავალა

© Sputnik / STRINGERმეჩეთი ბათუმში
მეჩეთი ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსლიმი თემის წარმომადგენელთა განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემის პროცესს გააჭიანურებს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კერძოდ, სასამართლომ ბათუმის მერიის მხრიდან ქალაქში მეორე მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმა მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობად აღიარა და მერიას საქმის ხელახალი განხილვა დაავალა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმში ახალი მეჩეთის ბედი უახლოეს პერიოდში გადაწყდება

ბათუმში მეორე მეჩეთის აშენების საკითხი 2013 წლიდან დგას. ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ ქალაქში ერთი მეჩეთი საკმარისი არაა და მორწმუნეთა ნაწილი ქუჩაში ლოცულობს. მუსლიმურმა თემმა მეორე მეჩეთის აშენების მიზნით ბათუმში 3 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი შეიძინა.

თუმცა, 2017 წლის მაისში ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობის ნებართვა არ გასცა. უარის მიზეზად გარშემო მჭიდრო დასახლება დასახელდა. ამის შემდეგ მუსლიმურმა თემმა მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

თემის წარმომადგენელი ანზორ ხატიაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და მის ზედა ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ საკითხის მერიაში დაბრუნება კიდევ უფრო გააჭიანურებს პროცესს. რაც შეეხება მერიის წარმომადგენლებს, ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას არ ესწრებოდნენ.

სასამართლო პროცესი ორ წელზე მეტია გრძელდება. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სასამართლო პროცესი რამდენჯერმე გადადო და მხარეებს შეთანხმების მიღწევისკენ მოუწოდა. მაგრამ მუსლიმ თემსა და მერიას შორის მოლაპარაკების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ამჟამად საქართველოში 250-ზე მეტი მეჩეთი მოქმედებს. მოსახლეობის ბოლო აღწერის თანახმად (ჩატარდა 2014 წლის 5–19 ნოემბერს), საქართველოში 298 ათასზე მეტი მუსლიმი ცხოვრობს.

ყველა ახალი ამბავი
0