„რუსთავი2“-ის საინფორმაციოს ახალი უფროსი: წასული ჟურნალისტების ნაწილს არხზე დაბრუნება სურს

© Sputnik / Alex Shlamovტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა
ტელეკომპანია Rustavi2-ის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არხის საინფორმაციოს ახალი უფროსი სარედაქციო დამოუკიდებლობის ევროპული სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს

თბილისი, 26 აგვისტო - Sputnik. „რუსთავი2“-ის საინფორმაციოს ახალმა უფროსმა, ირაკლი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ ნიუსრუმში 800-მდე ადამიანი დახვდა და არხიდან წასული ჟურნალისტების ნაწილს დაბრუნება სურს, იუწყება პირველი არხი.

ტელეარხ „რუსთავი2“-ის საინფორმაციოს ახალი უფროსი დღეს არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ წარადგინა.

„შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ეს ნიუსრუმი არის ცარიელი. დღეს როდესაც შემოვედით, აქ დახვდა თითქმის 800-მდე ადამიანი და ასევე, რაც მოვისმინე ადამიანებისგან არის ის, რომ ნაწილი ჟურნალისტებისა, რომლებიც წავიდნენ, სურთ დაბრუნება. უბრალოდ, ამ ემოციური ზეწოლის გამო არიან ამ მდგომარეობაში. დგანან არჩევანის ზღვარზე – გააკეთონ ემოციური გადაწყვეტილება წნეხის გამო, თუ მიიღონ პროფესიული გადაწყვეტილება“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ახალი უფროსი ეყოლება

იმნაიშვილმა, რომელიც ადრე ტელეკომპანია „მზეში“ მუშაობდა, გაიხსენა დიდ ბრიტანეთში ყოფნის 14 წლიანი პერიოდი და განაცხადა, რომ სურს საქართველოში ჟურნალისტიკის ევროპული სტანდარტი დაამკვიდროს. ცნობილია, რომ დიდ ბრიტანეთში ის ტელეკომპანია BBC-ში მუშაობდა.

„გამიმართლა, რომ დღესაც ვმუშაობ მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ მედიასაშუალებაზე და ამ 14 წლის განმავლობაში სულ მინდოდა საქართველოში ჩამომეტანა ჟურნალისტური სტანდარტი, უპრეცენდენტო გარანტია სარედაქციო დამოუკიდებლობის, რომელიც დასავლურ მედიაში არსებობს“, - განაცხადა იმნაიშვილმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები მის დანიშვნასთან დაკავშირებით ფინალურ სტადიაზეა.

„უნდა შეიქმნას სარედაქციო ჩარჩო ხელშეკრულება, იყოს გაწერილი რეგლამენტი, რომელსაც ექნება იურიდიული ძალა. ეს იქნება კონტრაქტი მფლობელებსა და საინფორმაციო სამსახურს შორის. ეს კონტრაქტი მისცემს აქ მომუშავე ჟურნალისტებს დაიცვან თავისი თავი და სარედაქციო დამოუკიდებლობა“, - განაცხადა ირაკლი იმნაიშვილმა.

ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
ვინ არის ქალი, რომელმაც ნოდარ მელაძეს ტყუპები გაუჩინა – ჟურნალისტი შვილების ფოტოს აქვეყნებს

ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური თოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს, პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად „ინტერესთა კონფლიქტი" და „შიდა ომები" დაასახელა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის" ძირითადმა გუნდმა დატოვა. „რუსთავი 2“ ასევე დატოვეს რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების „შაბათის შუადღის“ და „კვირის სხვა შუადღის“ წამყვანებმა, გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდმა და რეგიონულმა ჟურნალისტებმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას სექტემბრიდან ვარაუდობს.

ქიბარ ხალვაში და პაატა სალია - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო მაუწყებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან აღდგება

1994 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

ხალვაშმა ტელეკომპანია 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. მალევე თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც, ხალვაშის აზრით, „რუსთავი 2"-ს მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0