ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე საინფორმაციო მაუწყებლობა, სავარაუდოდ, სექტემბრიდან აღდგება

© Government of Georgiaქიბარ ხალვაში და პაატა სალია
ქიბარ ხალვაში და პაატა სალია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქიბარ ხალვაში მიიჩნევს, რომ კურიერის ჟურნალისტების ნაწილი ბულინგის მსხვერპლი გახდა და არხი ამის გამო დატოვა.

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში არხზე საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას სეტემბრიდან ვარაუდობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქიბარ ხალვაშის მიერ „რუსთავის 2“-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური თოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს გიორგი ლაფერაშვილს, პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" და "შიდა ომები" დაასახელა.

ტელევიზორი - Sputnik საქართველო
ორი მეგობრის გასაუბრება, ანუ „ცისფერი ეკრანის მძიმე სამშაბათი“...

ამ გადაწყვეტილების შემდეგ ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა "კურიერის" ძირითადმა გუნდმა დატოვა. „რუსთავი 2“ ასევე დატოვეს რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების „შაბათის შუადღის“ და „კვირის სხვა შუადღის“ წამყვანებმა, გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმის“ გუნდმა და რეგიონულმა ჟურნალისტებმა.

ხალვაში მიიჩნევს, რომ კურიერის ჟურნალისტების ნაწილი ბულინგის მსხვერპლი გახდა და არხი ამის გამო დატოვა.

"ერთი კვირის წინ არხის განვითარების სწრაფი გეგმა მქონდა, დღეს, თუ ამას ობიექტურად შევხედავთ, მყარი განვითარების გეგმა მაქვს, მაგრამ ის სწრაფი აღარ არის. ჩვენ ვფიქრობთ ახალ კადრებზეც, ძველებზეც. ჩვენ ვიქნებით ობიექტური, კრიტიკული ტელევიზია. მე ვფიქრობ, რომ ძველი კადრები შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან, ვიქნებით ბედნიერები, თუ არადა, ახალს ვიპოვით. მაყურებელი "კურიერს" იხილავს უახლოეს დღეებში, შევეცდებით, რომ აღვადგინოთ მაუწყებლობა, ალბათ სექტემბრამდე დაგვჭირდება დრო", – განაცხადა ხალვაშმა.

რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ხალვაშმა გადაწყვიტა ტელეკომპანია დაიტოვოს: „რუსთავი 2“ არ გაიყიდება

1994 წელს დაფუძნებული ტელეკომპანია "რუსთავი 2" არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

ხალვაშმა ტელეკომპანია 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბრუნა. მალევე თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც, ხალვაშის აზრით, "რუსთავი 2"-ს მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0