20:16 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლებას ციფრული ტრანსფორმაცია ელოდება

SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (137)
96 0 0

განათლების სამინისტრო სისტემის რეფორმის ფარგლებში აქცენტს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაზე აკეთებს

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. განათლების რეფორმის ფარგლებში ქართული ენა Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებში დაინერგება, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს, იუწყება Новости-Грузия განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.

Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებში ქართული ენის დანერგვაზე მუშაობა განათლების სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს.

განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის შეხვედრაზე Microsoft-ის ექსპერტთან განათლების საკითხებში ოლივერ ზოფიჩთან განიხილებოდა იმ ერთობლივი პროექტის დეტალები, რომლის განხორციელება საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებში შემოდგომიდან დაიწყება.

„განათლების რეფორმის ფარგლებში, ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიების განვითარება და ხელოვნური ინტელექტის განათლების კომპონენტად შემოტანა. დღეისთვის, დიდი კომპანიები ქართულ ენისთვის „ჩაკეტილია“, სწორედ ამიტომ, ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარებისთვის დავიწყეთ აქტიური მუშაობა „მაიკროსოფტთან“. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რათა რაც შეიძლება მალე, ქართული ენა ინტეგრირდეს „მაიკროსოფტის“ ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

ბახტაძე: საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროკავშირის წევრია >>

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი საქართველოში განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი და მნიშვნელოვანი პლატფორმის, გამოყენებისა და დანერგვის შესაძლებლობას იძლევა.

ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე ქართული ენის ინტეგრირება სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტ დანერგვას შეუწყობს ხელს.

ზოფიჩის თქმით, Microsoft-ი საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს განათლების სისტემაში ინოვაციურ ცვლილებებზე, რომლებიც ადრე არასდროს განხორციელებულა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ვმუშაობ საქართველოში განათლების სისტემის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, მათ შორის, ქართული ენის Microsoft-ის ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებზე სამომავლო წვდომის პროექტზე. ეს იქნება ქართული განათლების სისტემის აქამდე არნახული ინოვაციური ცვლილება. ეს პროექტი ხელს შეუწყობს მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინტელექტუალურ ზრდასა და განვითარებას“, - განაცხადა ზოფიჩმა.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

თემები:
განათლება საქართველოში (137)

მთავარი თემები