მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სფეროზე 90 მილიონ ევროს გამოუყოფს

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშისკოლების მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის
სკოლების მომზადება ახალი სასწავლო წლისთვის - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ბანკის პროგრამაში აქცენტი საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებზე გაკეთდა

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაზე 90 მილიონ ევროს გამოუყოფს, განაცხადა ორშაბათს პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

შეთანხმებას თანხების გამოყოფის შესახებ მიმდინარე წლის 18 ივნისს მოეწერება ხელი.

სსფ-ის დირექტორი კრისტინ ლაგარდი - Sputnik საქართველო
კრისტინ ლაგარდი: საქართველო ტრანსფორმაციის ისტორიას წერს

„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში, ის ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული თანხის გამოყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ამაღლებას წაადგება.

პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან სკოლების მასწავლებლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლამდელი დაწესებულებები. მნიშვნელოვანი აქცენტი პროექტში კეთდება მოსწავლეებზე, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში სწავლობენ. არსებობს იმ მოსწავლეთა მხარდაჭერის ცალკეული პროგრამა, რომლებიც არიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და რეგიონებში ცხოვრობენ, აღნიშნა ბახტაძემ.

საქართველო სამედიცინო განათლების საერთაშორისო ცენტრი ხდება: რა მიზნები აქვს AMEE-ს >>

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს, რეფორმები ოთხ წელიწადს გაგრძელდება და გამიზნულია იმაზე, რომ საქართველო იქცეს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად.

ყველა ახალი ამბავი
0