02:28 19 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2395
  • 100 RUB4.4227
  • USD2.9232
საქართველოს პროკურატურის შენობა

რატომ მოითხოვს ოქრუაშვილის დაკითხვას „რუსთავი2“-ის დამფუძნებელი

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (156)
157 0 0

პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე

თბილისი, 20 ივლისი - Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი საქართველოს პროკურატურას მიმართავს და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ოპოზიციური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვას მოითხოვს.

ირაკლი ოქრუაშვილი: „რუსთავი 2“ მაშინაც მე მეკუთვნოდა და ხვალაც იქნება ჩემი...“  >>

ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელმა, „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, იურისტმა გია ზოდელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის აქციების დაყადაღების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ  ძალაში დატოვა ორი ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

ზედელაშვილი აცხადებს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელით შეისყიდა.

„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ადვოკატმა პაატა სალიამ აღნიშნულ დოკუმენტს ყალბი უწოდა.

დავით დვალი ოქრუაშვილის მიერ გაჟღერებულ პრეტენზიებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„საქართველოს პროკურატურა, ეს ოქრო კაცი თავისი პირით იძახის - მეო, სახელმწიფო მოხელემო, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა, დავითრიე ტელევიზიაო და მეტი რა ჯანდაბა მტკიცებულება გინდათ, რომ სახელმწიფომ წაგვართვა რუსთავი 2. დაკითხავთ? არა ხო?", - წერს დვალი.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 8 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე. სამი დღის წინ პროკურატურამ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, სისხლის სამართლის საქმეზე შესაბამისი ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება გაართულა ფაქტზე 8 წლის შემდგომ გამოძიების დაწყებამ. შესაბამისად, ამ დრომდე სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის საჭირო სტანდარტი.... სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე  გამოძიება გრძელდება“, - აცხადებენ პროკურატურაში.

ორი დღის წინ კი დვალმა და აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა სრულყოფილად მხოლოდ მაშინ აღდგება, როდესაც ტელეკომპანია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება. ტელეკომპანიის დამფუძნებლების განცხადება ქართულ მედიაში გავრცელდა.

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონიერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენ მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია.  ვულოცავთ ქიბარ ხალვაშს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.  ამასთანავე, კატეგორიულად ვთვლით – სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც  უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული „რუსთავი 2“ დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, – აცხადებენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

„რუსთავი 2" ახალ რეალობაში: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და რეაქცია საქართველოში >>

ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია, რომელიც ხალვაშის ადვოკატიცაა, აცხადებს, რომ „რუსთავი2“-ის ახალი მფლობელი აქიმიძესა და დვალს შესაძლოა დღეს ან ხვალ შეხვდეს.

თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (156)

მთავარი თემები