21:37 17 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2107
  • 100 RUB4.5529
  • USD2.8608
ნიკა გვარამია - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი

„დიდებული გეგმები ჰქონიათ!“ – გვარამიას ადგილზე შუბლაძე და ლაზაშვილი განიხილება?

© FB / Nika Gvaramia
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
63410

ვინ დაიკავებს ნიკა გვარამიას თანამდებობას – მასმედიაში ვერსიები ვრცელდება.

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არხის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ნიკა გვარამიასთვის, როგორც ჩანს, მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ინფორმაცია. 

„რა დიდებული გეგმები ჰქონიათ და რავა ინაწილებენ თურმე „რუსთავი 2“-ს და ჩემს თანამდებობას“, – წერს ტელეკომპანიის დირექტორი. 

იმ სიტუაციაში, როცა ყველა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 18 ივლისს გახდება ცნობილი, ჩნდება ვერსიები, ვინ შეიძლება დაიკავოს გვარამის თანამდებობა, თუ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშისათვის დაქვემდებარებული გახდება.

გვარამია: დიახ „რუსთავი 2“-ს აქვს მიკერძოება და კონკრეტული მიმართულება >>>

ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ორი კანდიდატი, ტელეკომპანიის ყოფილი ჟურნალისტები – ნინო შუბლაძე და ნათია ლაზაშვილი დაასახელეს. ლაზაშვილიც და შუბლაძეც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან.

დასახელებულია მესამე კანდიდატიც – ნანა ლეჟავა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსია, თუმცა აქვე ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მან ამ შეთავაზებაზე, სავარაუდოდ, უარი თქვა.

ვინ დგას გაბუნიას სკანდალური განცხადების უკან? ვერსიები და „რუსთავი 2“-ის მიზნები >>>

გუშინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას არხის პარტნიორთა კრებაზე მხარი არ დაუჭირეს. ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხი „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა მეწილემ ნინო ნიჟარაძემ დააყენა. 

ნინო ნიჟარაძე, რომელიც ტელეკომპანიის 9%-იანი წილის მფლობელია, მიიჩნევს, რომ არხის დირექტორმა და დომინანტმა პარტნიორებმა კომპანიას ზიანი მიაყენეს სარედაქციო პოლიტიკის გამო და აღნიშნული ზიანი „რუსთავი2“-ს უნდა აუნაზღაურონ.

ნინო ნიჟარაძის ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის თქმით, საკითხის დღის წესრიგში შეტანას თავად გვარამიაც დაეთანხმა. მისი თქმით, კრებაზე დომინანტი პარტნიორების ნათქვამიდან გამომდინარე, ადვოკატს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებულმა ინციდენტმა ტელეკომპანიას მხოლოდ რეიტინგი მოუმატა.

მთავარი თემები