07:46 21 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3088
  • 100 RUB4.6461
  • USD2.9718
ლგბტ-საზოგადოების მხარდამჭერთა აქცია კანცელარიასთან

ხვალ „თბილისი პრაიდი“ ღირსების მარშის ჩატარებას გეგმავს

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
44821

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს მათ, ვინც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მარტავს.

თბილისი, 7 ივლისი - Sputnik. ღირსების მარში ადგილობრივ და საერთაშორისო მხარდამჭერებთან ერთად ხვალ, 8 ივლისს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსვლელობა 22 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო.

„22 ივნისისთვის დაანონსებული მსვლელობა 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. ეს ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება ქვეყანაში უცაბედად შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებით იყო განპირობებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს მათ, ვინც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მარტავს.

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სრული რესურსი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ღირსების მარშის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აცნობიერებს მასზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და დადგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაცული იყოს ღირსების მარშის თითოეული მონაწილის უსაფრთხოება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ლგბტ-ზე მეტად პირუტყვს მიმსგავსებულობაში უფრო მეტი საფრთხეა“ – დედა სიდონია >>

თბილისში „ლგბტ−პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისისთვის იყო დაგეგმილი.  თბილისი პრაიდი 18 ივნისს დაიწყო და კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში უნდა ჩატარებულიყო  ღირსების მარშიც.

2013 წლის 17 მაისს ლგბტ-საზოგადოების მოწინააღმდეგეები სასტიკად გაუსწორდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილეებს. დაშავდა დაახლოებით 30 ადამიანი. იმ დროიდან ლგბტ-საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის სერიოზული დაცვის ქვეშ იმართებოდა.

 

მთავარი თემები