„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ლგბტ ადამიანებისათვის თავშესაფარს მოითხოვენ

© photo: Pixabayლგბტ აქცია
ლგბტ აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 22 ივნისი - Sputnik. თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში რამდენიმე კვირით გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ.

საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
არ დაუშვათ გეი-პრაიდი: საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „თბილისი პრაიდის“ გადადების მიზეზი რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესები გახდა.

განცხადებაში ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ უნდა მოხდეს გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცედურების გამარტივება, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის - ტრანსგენდერი ადამიანების მდგომარეობას; შეიქმნას სახელმწიფო თავშესაფარი ლგბტქ ადამიანებისათვის; პრემიერ მინისტრის კაბინეტში შეიქმნას ახალი პოზიცია, რომელიც ინტერსექციულად იმუშავებს სხვადასხვა ინსტიტუციებთან ლგბტქი ადამიანების თანასწორობის საკითხებზე;

თბილისი - Sputnik საქართველო
შსს: „თბილისი პრაიდის" ჩატარება დიდი რისკის გამო შეუძლებელია

ლგბტქი ადამიანთა უფლებების დაცვის მიზნები და ამოცანები გაიწეროს შესაბამის სამთავრობო სამოქმედო სტრატეგიებსა და გეგმებში.

შეგახსენებთ, რომ თბილისი პრაიდის გუნდი გასული 8 თვის განმავლობაში ემზადებოდა კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ორგანიზებისთვის. თბილისი პრაიდი 18 ივნისს დაიწყო და კვირეულის ფარგლებში აქამდე დაგეგმილი ყველა ღონისძიება ექსცესების გარეშე დასრულდა.

ყველა ახალი ამბავი
0