„ლგბტ-ზე მეტად პირუტყვს მიმსგავსებულობაში უფრო მეტი საფრთხეა“ – დედა სიდონია

გამოწერა
დედა სიდონია, რომელთანაც ქართული ეკლესია კავშირს უარყოფს, ლგბტ კვირეულთან დაკავშირებით წერს.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ეკლესიამ მრევლი ისე უნდა აღზარდოს, რომ მისი ცდუნება ვერავინ შეძლოს, წერს სოციალურ ქსელში დედა სიდონია (ყაჭიაშვილი).

დედა სიდონია - Sputnik საქართველო
რელიგიური სკანდალი: ქართულმა ეკლესიამ დედა სიდონიასთან კავშირი უარყო

დედა სიდონია, რომელსაც საზოგადოება როგორც სამკაულების დიზაინერს იცნობს, სოციალურ ქსელში ლგბტ კვირეულის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკლესია ამბიონიდან უნდა ქადაგებდეს ქრისტიანულ ღირებულებებს, ადამიანებს კი შინაგანად უნდა ჰქონდეთ ავ-კარგის გარჩევის იმუნიტეტი და მაშინ აღარ მოუწევთ კომბლებით სირბილი.

მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინიციატივების მიუღებლობა აუცილებლად პრაიდის მხარდაჭერას გულისხმობს.

„ცოტა იაზროვნეთ და ისე იფორიაქეთ და აკომენტარეთ სისულელეები. ლგბტ-ზე მეტად ჩვენ ქვეყანაში უვიცობაში, ზედაპირულობაში, სისასტიკესა და პირუტყვს მიმსგავსებულობაში უფრო მეტი საფრთხეა დეგრადირების“, – აცხადებს დედა სიდონია.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები საქართველოს დედაქალაქში „ლგბტ–პრაიდის კვირეულის“ ჩატარებას არსებული რისკების მიუხედავად მაინც გეგმავენ, თბილისში „ლგბტ–პრაიდის კვირეული“ 18-23 ივნისის პერიოდშია დაგეგმილი.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ლგბტ-თემის პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია, „ღირსების მარში“ და სხვა აქტივობები.

ყველა ახალი ამბავი
0