12:45 15 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2566
  • 100 RUB4.6227
  • USD2.9608
საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან გეი-პრაიდის ჩატარება

© Sputnik / Levan Avlabreli
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპატრიარქო (60)
113 0 0

პრაიდის კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება გაიმართება: სოციალური თეატრი – ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“, საერთაშორისო კონფერენცია და „ღირსების მარში“.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე.წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისში LGBTQI (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ) პრაიდის კვირეულის გამართვა 18-23 ივნისს არის დაგეგმილი. მას ორგანიზებას ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი" გაუწევს.

საპატრიარქო აღნიშნული ღონისძიების ჩატარებას მიუღებლად მიიჩნევს.

„ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და, ამდენად, ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს", – აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოს პოზიციით, ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

„სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებული და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული", – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ომბუდსმენი „თბილისი პრაიდზე": სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს მანიფესტაციის ჩატარება>>

საპატრიარქო ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, ასევე მოუწოდებს და სთხოვს საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რომ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება გამოიჩინონ ამ საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ქვეყანაში მსგავს აქტივობებს.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში სამი ღონისძიება გაიმართება: სოციალური თეატრი – ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“, საერთაშორისო კონფერენცია და „ღირსების მარში“.

ორგანიზატორების თქმით, „თბილისი პრაიდის" ჩატარება არ გამორიცხავს 17 მაისის – ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რომელსაც ორგანიზებას სხვა სათემო ორგანიზაცია გაუწევს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „თბილისი პრაიდის" ფარგლებში „ღირსების მარშის" ჩატარება დაგეგმილ ადგილებზე და დაგეგმილი ფორმატით შეუძლებელია. უწყებამ ამის მიზეზად ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები დაასახელა. ორგანიზატორების განცხადებით, შსს-მ მათ „ღირსების მარშის" დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზა.

თემები:
საქართველოს საპატრიარქო (60)

მთავარი თემები