„თუ დაგვარბევენ, გაიარონ“ - სასულიერო პირები ლგბტ კვირეულის ჩატარებას ხელს შეუშლიან

© photo: Pixabayლგბტ აქცია
ლგბტ აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლგბტ კვირეული არ ჩატარდეს.

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. სასულიერო პირები აპირებენ, საქართველოში ლგბტ კვირეულის ჩატარებას მშვიდობიანი ფორმით ხელი შეუშალონ. საგანგებო განცხადება დეკანოზმა დავით ქვლივიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთდა. 

ლგბტ თემის აქცია საქართველოს მთავრობის შენობის წინ - Sputnik საქართველო
ჰომოფობიის დღე: გაერო ლგბტ თემის მხარდასაჭერ განცხადებას ავრცელებს

დეკანოზი დავით ქვლივიძე აცხადებს, რომ საქართველოში ლგბტ კვირეულის ჩატარება გარყვნილების პროპაგანდაა და პრაიდის კვირეულში მონაწილეობა, სასიკვდილო ცოდვა. მისი თქმით, თუ მაინც ჩატარდება ლგბტქ პრაიდი, ისინი მშვიდობიანი ფორმით გამოხატავენ პროტესტს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს კვირეული არ ჩატარდეს.

„თუ ეს ადამიანები დააპირებენ აღლუმის ჩატარებას, ჩვენ დავდგებით. თუ გამოიყვანენ ძალას ჩვენ წინააღმდეგ და გაგვწევენ, დაგვარბევენ, გაიარონ“, - განაცხადა დავით ქვლივიძემ პრესკონფერენციაზე.

დეკანოზი ხელისუფლებას მოუწოდებს, აკრძალოს მსგავსი ღონისძიებები, იმის ნაცვლად, რომ დაეხმარონ მის ჩატარებაში.

18-23 ივნისს თბილისში ლგბტ პრაიდის კვირეული ჩატარდება. მას ორგანიზებას ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ გაუწევს. კვირეულის ფარგლებში 3 ღონისძიება გაიმართება: სოციალური თეატრი, რომელიც ფრანც კაფკას მეტამორფოზას წარმოადგენს, საერთაშორისო კონფერენცია და ღირსების მარში. ორგანიზატორების თქმით, „თბილისი პრაიდის“ ჩატარება არ გამორიცხავს 17 მაისის - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, რომელსაც ორგანიზებას სხვა სათემო ორგანიზაცია გაუწევს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0