10:17 20 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2902
  • 100 RUB4.6406
  • USD2.9738
მსვლელობა

ხატები, დროშები და ბაიკერები - როგორ აღნიშნეს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღე

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1257)
28020

მამისა და დედის ლოცვა სასწაულებს ახდენს, - განუცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო მსვლელობის შემდეგ სამების ტაძარში შეკრებილებს

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. თბილისში ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ბავშვები, მღვდელმსახურები და ბაიკერებიც კი.

სადღესასწაულო ღონისძიების მონაწილეები ხელში ხატებითა და ქართული დროშებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. დედაქალაქის ცენტრში აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე საათით გზები გადაიკეტა. 

 

ღონისძიება საკმაოდ სანახაობრივი იყო. მონაწილეთა შორის იყვნენ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მოქალაქეები. მოულოდნელად კი მსვლელობას ბაიკერები შეუერთდნენ. გამვლელები - როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები - ინტერესით ადევნებდნენ თვალს მსვლელობას, ზოგიერთი აპლოდისმენტებითაც კი ეგებებოდა მათ.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა და მართლმორწმუნეებს მიმართა.

„უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც - დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან“, – განაცხადა ილია მეორემ. 

პარაკლისის შემდეგ მორწმუნეებმა ტაძრის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

თემები:
თბილისი დღეს (1257)

მთავარი თემები