ხატები, დროშები და ბაიკერები - როგორ აღნიშნეს თბილისში ოჯახის სიწმინდის დღე

© photo: Sputnikმსვლელობა
მსვლელობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამისა და დედის ლოცვა სასწაულებს ახდენს, - განუცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საზეიმო მსვლელობის შემდეგ სამების ტაძარში შეკრებილებს

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. თბილისში ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნაში მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ბავშვები, მღვდელმსახურები და ბაიკერებიც კი.

სადღესასწაულო ღონისძიების მონაწილეები ხელში ხატებითა და ქართული დროშებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართნენ. დედაქალაქის ცენტრში აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით რამდენიმე საათით გზები გადაიკეტა. 

მოტომსვლელობა - Sputnik საქართველო
ბაიკერები ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობას შეუერთდნენ
 

ღონისძიება საკმაოდ სანახაობრივი იყო. მონაწილეთა შორის იყვნენ ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი მოქალაქეები. მოულოდნელად კი მსვლელობას ბაიკერები შეუერთდნენ. გამვლელები - როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები - ინტერესით ადევნებდნენ თვალს მსვლელობას, ზოგიერთი აპლოდისმენტებითაც კი ეგებებოდა მათ.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პარაკლისი გადაიხადა და მართლმორწმუნეებს მიმართა.

„უფალი ბრძანებს, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ერთ-ერთი მაინც - დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა. დედისა და მამის ლოცვა-კურთხევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენ ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ბედნიერია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის კანონიერი ოჯახია, კანონიერი ოჯახი კი შედგება მამაკაცისა და დედაკაცისგან“, – განაცხადა ილია მეორემ. 

ოჯახის სიწმინდის დღე - Sputnik საქართველო
ოჯახის სიწმინდის დღე რუსთაველის გამზირზე მსვლელობით აღნიშნეს

პარაკლისის შემდეგ მორწმუნეებმა ტაძრის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც საზეიმო კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ბალეტი „სუხიშვილები“.

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასტიკად დაარბიეს. მათი ქმედების შედეგად 2013 წლის 17 მაისს 30 ადამიანი დაშავდა. ამის შემდეგ ლგბტ საზოგადოების დამცველთა აქციები პოლიციის დაცვის გარეშე არ გამართულა, ოჯახის სიწმინდის დღე კი რეგულარულად და მასშტაბურად აღინიშნება.

ყველა ახალი ამბავი
0