ოჯახის სიწმინდის დღე რუსთაველის გამზირზე მსვლელობით აღნიშნეს

გამოწერა
НовостиTelegram
ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს

ოჯახის სიწმინდის დღე საქართველოში 2013 წელს დაწესდა, როდესაც ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებმა ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დაარბიეს.

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, რომელიც საქართველოში კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 17 მაისსაა დადგენილი, სამღვდელო პირებმა ღვთისმშობლის მიმართ პარაკლისი აღავლინეს.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული სახალხო მსვლელობა 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და ის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის. ამის შემდეგ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები".

ყველა ახალი ამბავი
0