სპორტსმენების საყურადღებოდ! – სპორტული ავტომობილის აქციზის გადასახადი 100 ლარი იქნება

© Sputnik / Alexander Imedashviliსპორტული მანქანა
სპორტული მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2016 წელს საგადასახდო კოდექსში ცვლილება განხორციელდა, რამაც ავტოსატრასპორტო საშუალებების განბაჟების გაძვირება გამოიწვია.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. სპორტსმენს სპორტული დანიშნულების ავტომობილის საქართველოში ჩამოყვანის შემთხვევაში განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს და მხოლოდ სიმბოლურ თანხას გადაიხდის, განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

ავტომობილების განბაჟება ერთი დღით ჩერდება: მიზეზი და თარიღი>>>

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ, კახა კუჭავამ და მიხეილ ყაველაშვილმა მოამზადეს. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის უახლოეს ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებების თანახმად, სპორტული დანიშნულების ავტომობილისთვის აქციზის გადასახადის თანხა მისი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაზღვრება – სპორტული ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი ფიქსირებული 100 ლარის ოდენობით დაწესდება. 

პრემიერი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
პრემიერმა ქართული ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი" დაასახელა

2016 წელს საგადასახდო კოდექსში ცვლილება განხორციელდა, რამაც ავტოსანტრასპორტო საშუალებების განბაჟების გაძვირება გამოიწვია. საკანონმდებლო პროექტის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული პერიოდიდან პრობლემა შეექმნა საავტომობილო სპორტს.

„როცა ავტომრბოლელი, სპორტსმენი ავტომობილს ჩამოიყვანს, პრაქტიკულად, განბაჟების თანხის გადახდა აღარ მოუწევს, მხოლოდ სიმბოლური თანხა იქნება დაწესებული, თუ ის ავტომობილს სპორტული დანიშნულების შესაბამისად გადააკეთებს. ეს სპორტსმენებისთვის შეღავათი იქნება და სპორტის ამ სახეობის განვითარებას ხელს შეუწყობს“, – აცხადებს დეპუტატი.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს მოქმედი კანონით სპორტსმენებს ავტომობილების ჩამოყვანისას მათი ჩვეულებრივ განბაჟება და შემდეგ გადაკეთება უწევდათ, რაც დიდი რაოდენობის თანხასთან იყო დაკავშირებული.

ახალი შეღავათები ისეთი სახის სპორტულ ავტომობილებს შეეხება, რომელიც ყოველდღიურ ყოფით პირობებში არ გამოიყენება.

 

ყველა ახალი ამბავი
0