ტყვია ბავშვების სისხლში – ყველაზე საგანგაშო ვითარება აჭარაშია

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ცენტრი
სისხლის ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ ათი ქიმიური ნივთიერების სიაში შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს.

თბილისი, 23 აპრილი - Sputnik. საქართველოში ათიდან ოთხ ბავშვს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს, აღნიშნულია გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის ეროვნული კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ქვეყნის მასშტაბით ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები 2-7 წლის 1578 ბავშვისგან შეგროვდა. ბავშვების ჩართვა კვლევაში მოხვდა შემთხვევითი პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ლაბორატორიაში.

Давид Сергеенко - Sputnik საქართველო
დავით სერგეენკო: ამერიკას წლები დასჭირდა პროდუქტში ტყვიის შემცველობასთან საბრძოლველად

კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვების 41%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს (მიკროგრამი დეცილიტრზე), მათ შორის, ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

ტყვიის მინიმალური, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო კონცენტრაცია ადამიანის ორგანიზმში არ არის დადგენილი. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების რეკომენდაციების შესაბამისად, სხვადასხვა მასშტაბის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები უნდა დაიგეგმოს, როდესაც ვენურ სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ სისხლში ტყვიის შემცველობა დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბავშვებში უფრო მაღალია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. კერძოდ, ბავშვებში სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 5 მკგ/დლ-ს შემდეგ რეგიონებში: აჭარა – 85%; გურია – 73%; სამეგრელო/ზემო სვანეთი – 71%; იმერეთი – 61%; სამცხე-ჯავახეთი – 32%; თბილისი – 30%; კახეთი – 25%; მცხეთა-მთიანეთი – 20%; ქვემო ქართლი – 18%; შიდა ქართლი – 21%.

აღსანიშნავია, რომ ტყვიის კომპონენტის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

კვლევით დადგინდა, რომ ტყვიის გავრცელების საშიშ წყაროს წარმოადგენს: სამშენებლო და სარემონტო მასალები, სათამაშოები, სუნელები, კოსმეტიკური საშუალებები, სამზარეულოს ნივთები და მაისურები. ჯგუფის წევრებმა თქვეს, რომ ტყვია ვერ აღმოაჩინეს წყალში.

ჰაერში ტყვიის შემცველობის გასაზომი აპარატურა - Sputnik საქართველო
თბილისში ჰაერის ხარისხზე დაკვირვების ახალი სადგურები გაჩნდება

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა საქართველოში ჩაატარა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის (ISS) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ტყვია იმ ათი ქიმიური ნივთიერების სიაში შეიტანა, რომლებიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ძირითად შეშფოთებას იწვევს და წევრი სახელმწიფოების მხრიდან შესაბამის მოქმედებებს მოითხოვს, რათა დაცული იყოს მშრომელთა, ბავშვებისა და ქალების ჯანმრთელობა.

ტყვიის მაღალი შემცველობა არღვევს ტვინისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, იწვევს კომას, კრუნჩხვებსა და სიკვდილსაც კი. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან მოქმედებს ტვინის განვითარებაზე. ტყვიის ზემოქმედება ასევე იწვევს ანემიას, ჰიპერტენზიას, თირკმელების უკმარისობას და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0