ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტით მოქმედი თაღლითების  შესახებ აფრთხილებს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშივირუსი-გამომძალველი
ვირუსი-გამომძალველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სებ-ი მოუწოდებს მოსახლეობას . არ გადასცენ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების განხორციელება“, - აღნიშნულია სებ-ის ვებგვერდზე.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
იპოთეკა ახლად დაქორწინებულებისთვის: ეროვნული ბანკის განმარტება

სებ-ის ცნობით, ასეთ მონაცემებს მიეკუთვნება საბანკო პლასტიკური ბარათის ნომერი და მისი უსაფრთხოების სამნიშნა კოდი, რომელიც დატანილია ბარათის მეორე გვერდზე, ასევე ინტერნეტ-ბანკის, მობილური ბანკის, ელექტრონული საფულის მომხმარებლის სახელი, პაროლი და უსაფრთხოების კოდი.

„აღნიშნული მონაცემების ხელში ჩაგდებით თაღლითები ახორციელებენ არასანქცირებულ გადარიცხვებს“, - აღნიშნულია ბანკის ვებ-გვერდზე.

თაღლითობის ზემოთ აღწერილ ფორმას ფიშინგი ეწოდება. ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას მისდის შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან სხვა ფორმით, იმისათვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს. ფიშინგის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამიზნეს ფინანსური ინსტიტუტები და მათი მომხმარებლები წარმოადგენენ.

ფიშინგის დროს, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინებების ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი შედის/გადადის ყალბ ვებგვერდზე. აღსანიშნავია, რომ გაყალბებული ვებგვერდი, ხშირ შემთხვევაში, ვიზუალურად მაქსიმალურადაა მიმსგავსებული ფინანსური ინსტიტუტის ნამდვილ, ოფიციალურ ვებგვერდს (მაგ. ინტერნეტ-ბანკის ვებგვერდი, სხვადასხვა გადახდების ვებგვერდი). გაყალბებულ ვებგვერდზე მომხმარებლის დასახელების (user name), პაროლისა და სხვა უსაფრთხოების მონაცემების შეყვანით, თაღლითები იძენენ მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომას, ხოლო გადახდების ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ გამჟღავნებული ბარათის ნომერისა და უსაფრთხოების სამნიშნა კოდის საშუალებით თაღლითებს საშუალება ეძლევათ ინტერნეტ სივრცეში არასანქცირებული გადახდები განახორციელონ.

ვირუსმა სხვადასხვა ქვეყნის IT–კომპანიებს შეუტია - Sputnik საქართველო
ფრთხილად, კიბერთაღლითობა! საქართველოს ბანკების ასოციაცია მოსახლეობას მიმართავს

სებ-ი მოუწოდებს მოსახლეობას არ გადასცენ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება. განსაკუთრებული ყურადღებით გადაამოწმონ ის ვებგვერდი, რომელიც პირადი მონაცემების შეყვანას სთხოვს.

ზოგ შემთხვევაში, ყალბი გვერდის ვებ-მისამართი მცირედით განსხვავდება ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდის მისამართისგან. ამასთან, ყალბ ვებგვერდზე გამოყენებული შრიფტი შეიძლება მცირედით განსხვავდებოდეს ნამდვილი ვებგვერდის შრიფტისგან, ან ყალბ ვებგვერდზე მართლწერისას დაშვებული იყოს შეცდომები.

სებ-ის ინფორმაციით  ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით. თუ ვებგვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებგვერდია.

საქართველოს ეროვნული ბანკი, მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ  სიფრთხილე,  დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კი მიმართოს საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზს - 2 406 406.

ყველა ახალი ამბავი
0