14:21 23 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2357
  • 100 RUB4.5779
  • USD2.8831
Плотина Ингури ГЭС

ბიზნესი vs ეკოლოგია: რა უხეში შეცდომები დაუშვეს პანკისში ჰესის მშენებლობის პროექტში

© Sputnik / STRINGER
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (58)
124 0 0

პანკისში ჰესის მშენებლობის საკითხში წინა პლანზე ბიზნესის ინტერესებია წამოწეული, მოსახლეობასთან შეხვედრები კი არ ტარდებოდა, მიაჩნია ეკოლოგს.

თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყებისთვის პრაქტიკულად არც ერთი აუცილებელი პუნქტი არ არის შესწავლილი, პროექტი კი თავიდან უნდა მომზადდეს, განაცხადა გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ პრესკონფერენციაზე.

„დაისჯება თითოეული": პანკისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა>>>

პანკისის ხეობაში ვითარება კვირას, დილით გამწვავდა, როდესაც მდინარე ალაზნის პირას ჰიდროელექტროსადგური „სამყურაწყალი 2"-ის მშენებლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივების მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რომელსაც მშენებლობის დაწყების პროცესის უსაფრთხოება უნდა უზრუნველეყო, რამდენიმე შეტაკება მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები და ჯოხები დაუშინეს, პოლიციამ კი რამდენჯერმე ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შედეგად პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა.

„ხუთი მეგავატი სიმძლავრის ჰესის მშენებლობა არ ღირდა იმად, რაც პანკისის ხეობაში მოხდა. ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის ინტერესებია დაცული, ვინც საქმიანობა დაიწყო. ბიზნესი პირველ პლანზეა წამოწეული. გამოსავალი მხოლოდ ერთია – მოსახლეობა უნდა დარწმუნდეს, რომ მას ზიანს არ მიაყენებენ", – განაცხადა ჩხობაძემ.

ჩხობაძემ ექვსი აუცილებელი პირობა დაასახელა, რომლებიც პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის დაწყების წინ არ იქნა შესწავლილი.

„პირველი პრობლემა – არ არის შესწავლილი წყლის რესურსი, მეორე – არ არსებობს მოსახლეობასთან კომუნიკაცია, მესამე – დარღვეულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები, მეოთხე – არ არის დათვლილი ეკოლოგიური ხარჯები, მეხუთე – ბიომრავალფეროვნების საკითხი და მეექვსე – არ არსებობს გეოლოგიური შეფასებები... შემიძლია გავაგრძელო და გავაგრძელო", – განაცხადა ჩხობაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ჰესის სიმძლავრე მხოლოდ 5,4 მეგავატი უნდა იყოს, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლებიდან წასვლა მოუწევთ. ამასთან, ჰესის მშენებარე კომპანიებმა „ალაზანი ენერჯიმ" და „ფერიმ" გაავრცელეს განცხადება, რომლის თანახმად, ახალი ჰიდროელექტროსადგური გარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, ისინი წყალმომარაგების მხრივ ყველა პრობლემის გადაჭრას საკუთარ თავზე აიღებენ, თუ ამის საჭიროება დადგება.

შინაგან საქმეთა მინისტრსა და პანკისის ხეობის უხუცესებს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ჰესის მშენებლობა მოსახლეობის 90%-ის თანხმობის შემთხვევაში გაგრძელდება. ადგილზე გახარიას გარდა იმყოფებოდნენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

კვირას განვითარებული მოვლენების შემდეგ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლებით „პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა", რაც ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით და „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით", რაც ითვალისწინებს ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (58)

მთავარი თემები