პანკისის ხეობას სპეცდანიშნულების რაზმის დანაყოფები ტოვებენ

გამოწერა
შსს–ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელი და 12 ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები ხეობას დატოვებენ, თუმცა, პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა ხეობაში დარჩება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის „ხადორი 3"-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დღეს დილას სოფელ ბირკიანში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები დაუშინეს. სპეცრაზმმა კი შეკრებილების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე:  რა უნდოდა დღეს პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმებს?

შსს–ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად 15 პოლიციელი და 12 ადგილობრივი მკვიდრი დაშავდა.

უწყების გადაწყვეტილება პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. გახარიას განცხადებით, გაძლიერებული პოლიცია ხეობაში მართლწესრიგისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დასაცავად დარჩება.

პანკისის ხეობაში ამ დროისთვის შედარებით მშვიდი  ვითარებაა. შექმნილი ვითარების გამო დღეს  ადგილზე  ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები.

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობა გასული წლის ივნისში მოსახლეობამ შეაჩერა. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. „ხადორი 3“-ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0