01:21 21 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2860
  • 100 RUB4.6659
  • USD2.9759
ტაქსის ტრაფარეტი

„რეფორმა გაგრძელდება!“ - კალაძემ მომიტინგე მძღოლებს უპასუხა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1257)
124 0 0

თბილისის მერი გააგრძელებს შეხვედრებს საინიციატივო ჯგუფებთან, რომლებთანაც ტაქსის რეფორმას განიხილავს

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. თბილისში ტაქსის მძღოლებისთვის ახალი რეგულაციების გადავადება არ მოხდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

ტაქსის მძღოლები მიტინგის გასაგრძელებლად ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაეშურნენ >>

ხუთშაბათს თბილისში გაიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომელშიც რამდენიმე ასეულმა ტაქსის მძღოლმა მიიღო მონაწილეობა. მომიტინგეებმა წამოაყენეს მოთხოვნები - მათ სურთ „ტაქსაობა“ ნებისმიერი ფერის, მათ შორის მარჯვენასაჭიანი მანქანებით, ასევე მოითხოვენ ტრაფარეტის დადგმის ნებართვას, რათა მგზავრის ქუჩიდან აყვანა შეძლონ.

„არანაირი გადავადება არ მოხდება. ეს რეფორმა აუცილებლად განხორციელდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ისეთი საკითხი, რომელიც შესაძლებელი იყო პრობლემური ყოფილიყო მძღოლებისთვის, ყველაფერი აბსოლუტურად გათვალისწინებულია. პარასკევს კიდევ მაქვს მათთან შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტაქსის მძღოლებმა რეფორმის ორი წლით გადავადება მოითხოვეს.

ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელების ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს.

რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

თბილისის მერიამ ტაქსის მძღოლებისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შექმნა >>

ტაქსისტებს 1 მარტიდან უფასოდ ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები ურიგდებათ. ვაუჩერებს აძლევენ იმ ტაქსისტებს, რომლებმაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მიიღეს და რომელთა ავტომობილებმა ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარეს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

თემები:
თბილისი დღეს (1257)

მთავარი თემები