ტაქსის გადაღებვა საჭირო აღარ იქნება – თბილისის მერია ნაწილობრივ დათმობაზე მიდის

© Sputnik / Alexander Imedashviliტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია
ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ ტაქსისტებს ავტომობილის თეთრად შეღებვის ნაცვლად ალტერნატიული წინადადება შესთავაზა.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ტაქსისტები, რომლებიც უარს აცხადებენ ავტომობილის თეთრად შეღებვაზე, რაც თბილისში მუშაობისთვის სავალდებულოა, შეძლებენ მასზე თეთრი ფირის გადაკვრას, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე.

ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელების ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს.

„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან>>

უფრო ადრე „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ" დააანონსა თბილისში ხუთშაბათს მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარება უკმაყოფილო ტაქსის მძღოლების მხარდასაჭერად. ტაქსისტების ბოლო აქცია თბილისში 27 მარტს ჩატარდა.

„ტაქსის მძღოლებს, ავტომობილების თეთრად გადაღებვის ნაცვლად, მასზე ფირის გადაკვრა შეუძლიათ. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ თეთრი ფერით შეღებვა, მათი განცხადებით, იწვევს მანქანის ფასის დავარდნას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დათმობაზე წასვლა", – განაცხადა ელოშვილმა.

რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

ტაქსი - Sputnik საქართველო
ტაქსების რეფორმა თბილისში: როგორ გავიგოთ ტაქსი თავისუფალია თუ არა

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ელოშვილის განცხადებით, თბილისში ტაქსის ლიცენზია 27 ათასმა მძღოლმა აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0