ტაქსის მძღოლები მიტინგის გასაგრძელებლად ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაეშურნენ

© Sputnik / Shota Nozadzeტაქსისტების საპროტესტო აქცია
ტაქსისტების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეიბორისტულმა პარტიამ და ტაქსისტებმა თბილისის მერიას სამი მოთხოვნა წაუყენეს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქციის მონაწილეები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ. აქციის ორგანიზატორია „საქართველოს ლეიბორისტული პარტია". ამის შესახებ „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი იუწყება.

ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, თავდაპირველად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის შენობის წინ შეიკრიბნენ. იქიდან ავტომობილების კოლონა ივანიშვილის რეზიდენციის მხარეს გაემართა.

„ჩვენი მოთხოვნაა – გაუქმდეს მანქანების თეთრად შეღებვის პირობა, შენარჩუნდეს ტაქსი მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, შესაძლებლობა, რომ მგზავრები ნებისმიერ ადგილზე აიყვანონ, ტრაფარეტის დადგმის უფლება. ანუ, რეალურად დარჩეს ყველაფერი ისე, როგორც არის", – განუცხადა „Sputnik-საქართველოს" „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია დათმობებზე წავიდა ტაქსისტებთან, რომლებიც უარს აცხადებენ ავტომობილების თეთრად შეღებვაზე. თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ თბილისში მუშაობისთვის საკმარისი იქნება ავტომობილზე თეთრი ფირის გადაკვრა.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
ტაქსის გადაღებვა საჭირო აღარ იქნება – თბილისის მერია ნაწილობრივ დათმობაზე მიდის

„ეს საკმარისი არ არის! მოთხოვნაა, რომ ტაქსისტებს თავი დაანებონ", – აღნიშნა ჩხარტიშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციები პერმანენტული ხასიათისა გახდება.

„თუ ისინი უახლოეს დღეებში სრულად არ დააკმაყოფილებენ ჩვენი ტაქსისტების მოთხოვნებს, გამოვაცხადებთ პერმანენტულ მჯდომარე აქციებს პარლამენტის წინ და ივანიშვილის სასახლის წინ. შემდეგ კი ამ ხელისუფლების დასასრული დაიწყება", – განაცხადა ნათელაშვილმა.

თბილისში ტაქსისტებმა ახალი რეგულაციები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს>>

ქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით 2018 წელს თბილისში დაიწყო რეფორმა, რომელიც ტაქსით უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილებას ითვალისწინებს. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელების ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს.

ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
„ტაქსების რევოლუცია“ - ტაქსის მძღოლები თბილისის მერიას ემუქრებიან

რეფორმის თანახმად, A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკირების ადგილია და ჯერჯერობით მისით ყველა ტაქსი სარგებლობს.

ტაქსისტებს 1 მარტიდან უფასოდ ავტომობილების თეთრად გადაღებვისა და სალონის ქიმწმენდის ვაუჩერები ურიგდებათ. ვაუჩერებს აძლევენ იმ ტაქსისტებს, რომლებმაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე მიიღეს და რომელთა ავტომობილებმა ტექნიკური ინსპექტირება წარმატებით გაიარეს.

ასობით განრისხებული მამაკაცი: თბილისელი ტაქსისტები აქციაზე გამოვიდნენ>>

B კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერი ფერის ავტომობილებით იმუშაონ, თუმცა მათ ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსებისა და მგზავრის ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. აღნიშნული კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლები იძულებული გახდებიან ტაქსის კომპანიებთან ითანამშრომლონ.

ყველა ახალი ამბავი
0