ფოთის ერთადერთ სამშობიარო სახლს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

გამოწერა
სამშობიარო სახლი კერძო საკუთრებაა, ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მისი დახმარება ვერ მოხერხდება

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. ფოთში გაერთიანებული სამშობიარო სახლის სამეანო-ნეონატოლოგიურ განყოფილებას საქმიანობის უფლება შეუჩერდა, იუწყება პირველი არხი.

ორსული - Sputnik საქართველო
რამდენი მშობიარე გარდაიცვალა საქართველოში ორი წლის განმავლობაში

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსგან მიღებული აკრძალვის შედეგად, მედპერსონალს ეზღუდება მშობიარის მიღება, მათ შორის გადაუდებელ შემთხვევებშიც, რაც შესაძლოა, მშობიარესთვის ფატალურადაც დასრულდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, ფოთის სამშობიარო სახლი კერძო საკუთრებაა, ამიტომ ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით მისი დახმარება ვერ მოხერხდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მაია მაკალათიას განმარტებით, სამსახურმა უკვე მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.

„როგორც კი გახდა ცნობილი ამის შესახებ,  მივმართეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ჩავრთეთ სასწრაფო დახმარება, ასევე, მოგეხსენებათ, ფოთში გვყავს რეანომობილი და უსწრაფესად მოხდება კონკრეტული ბენეფიციარის პრობლემის მოხსნა. მათ გადაიყვანენ სხვა ქალაქებში“, - განაცხადა მაკალათიამ.

როგორც სამშობიარო სახლის ნეონატოლოგმა რუსუდან დიასამიძემ განაცხადა, სამშობიარო სახლს ფინანსური პრობლემები აქვს და პრობლემების მოგვარებას მათთან ერთად ჯანდაცვის სამინისტრო და თვითმმართველობა ცდილობს.

კლინიკა - Sputnik საქართველო
რა სიახლე ინერგება ჯანდაცვის სფეროში 15 იანვრიდან

„ორი წელი სამშობიარო სახლი გამართულად ფუნქციონირებდა. მერე კი გაგვიჭირდა, რადგან კერძო სექტორი ვართ და იმ პირველმა დონემ განაპირობა ის, რომ მოხდა არა მარტო მაღალი რისკის ორსულების გადინება, არამედ ფიზიოლოგიური მელოგინეების გადინებაც. ამ ფაქტმა ფინანსური პრობლემები შექმნა. ჩვენს გვერდით დგას ჯანდაცვის სამინისტრო, თვითმმართველობა, მაგრამ იურიდიულად მათ არ შეუძლიათ ფინანსური დახმარება გაგვიწიონ, რადგან კერძო სექტორი ვართ. გამოსავალი ინვესტორის მოძებნაა. ეს კი, იქნება საშვილიშვილო საქმე“, - განაცხადა დიასამიძემ.

დღეისთვის ქალაქ ფოთში მხოლოდ ერთი სამშობიარო სახლია.

 

ყველა ახალი ამბავი
0