რამდენი მშობიარე გარდაიცვალა საქართველოში ორი წლის განმავლობაში

გამოწერა
2017 წლის მონაცემები მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, 2018 წლის მონაცემები კი მომავალ წელს.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2015-2016 წლებში მშობიარობის შემდეგ 22 ქალი გარდაიცვალა, ასეთია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემები.

აღნიშნული ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მშობიარე — შვიდი ქალი თბილისში გარდაიცვალა. შემდეგ მოდის აჭარა — ექვსი მშობიარე და იმერეთის რეგიონი — ოთხი შემთხვევა.

ამ პერიოდში კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა ქვემო ქართლში და თითო-თითო შიდა ქართლსა და სამეგრელოში.

ორსული - Sputnik საქართველო
საქართველოში ორსულების უფლებები გაუმჯობესდება

2017 წლის მონაცემები მიმდინარე წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, 2018 წლის მონაცემები კი მომავალ წელს.

მშობიარეთა და ახალშობილთა მკურნალობის მაღალი დონის პირობების შექმნის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრომ 2016 წელს თბილისში სამშობიარო სახლების მონიტორინგი დაიწყო და მათი სამ კატეგორიად დაყოფა გადაწყვიტა.

პირველი კატეგორიის სამშობიარო სახლებმა მშობიარეები უნდა დააკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მშობიარობისთვის აუცილებელი ყველა პირობით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკეისრო კვეთაც უნდა ჩაატარონ.

მეორე კატეგორიის საავადმყოფოები უფრო რთული შემთხვევებით იქნებიან დაკავებული.

მესამე კატეგორიის საავადმყოფოები — ეს სპეციალიზებული, მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებებია, რომლებმაც ურთულეს შემთხვევებსაც კი უნდა გაართვან თავი.

აღნიშნული სისტემა ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0