ჯანმო-მ საქართველოში გატარებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მისცა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შტაბ-ბინის შენობა ჟენევაში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შტაბ-ბინის შენობა ჟენევაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
С ჰეპატიტთან ბრძოლის პროექტი საქართველოში მრავალი ქვეყნისთვის მაგალითს წარმოადგენს, მიაჩნიათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრისას მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს, ნათქვამია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გებრეიესუსმა ხაზგსმით აღნიშნა საქართველოსთან ორგანიზაციის წარმატებული თანამშრომლობა. საუბარი შეეხო С ჰეპატიტთან ბრძოლის პროექტს, რომელიც საერთაშორისო პროექტებს შორის სამაგალითოა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გარემო და ჯანმრთელობის დაცვა: ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში საქართველოს კანდიდატების დასაქმების საკითხი.

დავით ზალკალიანი ჟენევაში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. ის შეხვდა გაეროს საბჭოს პრეზიდენტს ადამიანის უფლებათა საკითხებში კოლი სეკს, გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდის და ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრს რეტნო მარსუდის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტს რობერტუ აზევედუს, ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრს მოჰამედ ალი ალჰაკიმს, კოსტა-რიკას ვიცე-პრეზიდენტს ეპსი კემბელს, ასევე მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს საბჭოს მე-40 სესიის შეხვედრებში.

რა სიახლე ინერგება ჯანდაცვის სფეროში 15 იანვრიდან >>

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაეროს სპეციალური დაწესებულებაა, რომელიც 1948 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის მიზანი მსოფლიოში ჯანმრთელობის საერთაშორისო პრობლემების გადაჭრაში მდგომარეობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 1992 წლიდან გახდა. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები დაჯგუფებული არიან რეგიონული პრინციპით, საქართველო მიეკუთვნება ორგანიზაციის ევროპის რეგიონულ ოფისს, რომელიც 53 წევრ ქვეყანას მოიცავს. 

ყველა ახალი ამბავი
0