გარემო და ჯანმრთელობის დაცვა: ხელისუფლება სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

© photo: Government of Georgia / FBმამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„მწვანე ეკონომიკის" ძირითად მიზანს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვა წარმოადგენს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ახლო მომავალში შემუშავდება გარემოს და ჯანმრთელობის დაცვის სამოქმედო გეგმა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა ბახტაძემ გარემოს დაცვის ახალი კონცეფცია წარადგინა>>>

ბახტაძის სიტყვებით, გარემოს დაცვა და „მწვანე ეკონომიკის" განვითარება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, საკითხისადმი აუცილებელია კომპლექსური მიდგომა და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება.

„ჩვენ უმოკლეს ვადაში შევიმუშავებთ გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვის 2019-2022 წლების სამოქმედო გეგმას. აღნიშნული საკითხის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, გეგმის შესრულებაზე ზედამხედველობას სპეციალური საკოორდინაციო საბჭო განახორციელებს, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოს", – განაცხადა ბახტაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს თავად პრემიერი უხელმძღვანელებს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, პროცესში ასევე ჩაერთვებიან საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

აბანოთუბანი - Sputnik საქართველო
თბილისის მერია: ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

„მე დღესვე დავავალებ უწყებების ხელმძღვანელებს, რომლებიც საბჭოს წევრები არიან, რომ ქვეყნის მასშტაბით გააკეთონ სასმელი წყლით მომარაგების სიტუაციური ანალიზი და ამ მიმართულებით გაიწეროს სამოქმედო გეგმა", – აღნიშნა ბახტაძემ.

„მწვანე ეკონომიკის" ძირითად მიზანს ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებისა და ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით გარემოს დაცვა წარმოადგენს.

ადრე საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ მწვანე პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ მიმართულებას ატმოსფერული ჰაერის დაცვა წარმოადგენს. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მთავრობამ თბილისის მერიასთან ერთად 40-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის შესრულებაზეც ყველა სახელმწიფო უწყება მუშაობს.

ამ მიმართულების ფარგლებში უკვე შემუშავდა რეგულაციები მსხვილი საწარმო ობიექტებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

გარდა ამისა, 2019 წლიდან საქართველოში ავტომობილების აუცილებელი ტექდათვალიერება ამოქმედდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0