თბილისის მერია: ჰაერის დაბინძურებაზე სანქციები გამკაცრდება

გამოწერა
თბილისის მერი იმედს იტოვებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა ეკოლოგიის დაცვის კუთხით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მერიამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ამტვერებადი სამშენებლო მასალებით ჰაერის დაბინძურების მიმართულებით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

შეღავათები ელექტრომობილებისთვის: თბილისის მერიამ წინადადებები შეიმუშავა>>>

კალაძის სიტყვებით, ჰაერის მშენებლობის მტვრით დაბინძურება ძალზე სერიოზული პრობლემაა, რომლის გამოსასწორებლად პარლამენტს შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში წაწედგინება.

„ძალიან ბევრს ვსაუბროთ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მის გამოსასწორებლად. ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჰაერის მტვრით დაბინძურებაა. ამის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზს თბილისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობების, სამშენებლო მოედნების, ამტვერებადი მასალების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვის, განთავსების, დამუშავებისა და რეალიზაციისთვის სპეციფიკური რეგულაციების არარსებობა წარმოადგენს", - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი იმედს იტოვებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში კანონპროექტს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება, რათა ეკოლოგიის დაცვის კუთხით შესაბამისი ცვლილებები განხორციელდეს.

ბათუმის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ივანიშვილის დენდროლოგიური პარკები ორი წლის განმავლობაში გაიხსნება

კალაძის განცხადებით, მთავარი მიზანი ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების ჰაერში მოხვედრის თავიდან აცილებაა. რაც შეეხება თავად კანონპროექტს, იგი ითვალისწინებს სანქციების ამოქმედებას შემდეგი მიმართულებით: მშენებლობის პროცესში ამტვერებისგან დამცავი ბადეების განუთავსებლობისთვის; მშენებლობის პროცესში ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისთვის; განთავსებისას ამტვერებადი მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრისთვის; ამტვერებადი მასალის გადაუხურავ სივრცეში განთავსებისა და რეალიზაციისთვის.

„ეს ის მიმართულებებია, რომელზეც სანქციები გამკაცრდება. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ამ კანონპროექტს მხარდაჭერა ექნება. რა თქმა უნდა, ქალაქში მხოლოდ ეს არ არის პრობლემა. ასევე, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაბოლქვი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რაზეც ვთქვით, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ავტობუსების სრულიად ახალი პარკი გვექნება", - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში ტყვიის შემცველობა ჰაერში ნორმაზე ბევრად დაბალია>>>

სპეციალისტების მტკიცებით, საქართველოში სამშენებლო მასალები, პრაქტიკულად, არ მოწმდება - არ ხდება არც ტოქსიკური და არც ეკოტოქსიკური შემოწმება. მათი განმარტებით, საქართველოში არ არსებობს ამ სფეროს მაკონტროლებელი ორგანიზაცია ან რაიმე სახის მექანიზმი.

ექსპერტები თბილისში ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ მიზეზად საწვავის დაბალ ხარისხს ასახელებენ.

ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ უახლოეს 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება და შესაბამისად, საქართველო მსოფლიოში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოკლე პერიოდში ეკოლოგიურად სუფთა სახეობის ტრანსპორტზე გადასვლას შეძლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0