საქართველოში ტყვიის შემცველობა ჰაერში ნორმაზე ბევრად დაბალია

© Sputnik / Alexander Imedashviliევროპის მოედანი თბილისში
ევროპის მოედანი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოსმეტიკაში, სათამაშოებში ან სხვა ნივთებისთვის წითელის ან ნარინჯისფერის მისაცემად დღემდე ტყვიის შემცველი საღებავები გამოიყენება

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2008 წლიდან ატმოსფეროში ტყვიის მომატებული რაოდენობა არ ფიქსირდება, განაცხადა პრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს აღნიშნული მძიმე ლითონის შემცველი ბენზინი. 2005 წლიდან საქართველოში აკრძალულია ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება. ხოლო 2013 წლიდან, ამ თემაზე ჩატარებულმა ყველა კვლევამ დაამტკიცა, რომ ქვეყანაში არ გამოიყენება ბენზინი, რომელიც ტყვიას შეიცავს.

ფიზიკურ პირებს ქართული სანელებლების დამზადება და გაყიდვა აეკრძალათ >>

მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2016 წლიდან საქართველომ დაიწყო საწვავის ხარისხის სახელმწიფო მონიტორინგი, მათ შორის ბენზინში ტყვიის დონის შემოწმება.

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველოში ჰაერსა და წყალში ტყვია აღმოჩნდა

„ქვეყანაში ტყვიის სხვა სერიოზული წყარო არ არსებობს. მაშინ უნდა არსებობდეს ტყვიის გადამამუშავებელი უზარმაზარი ქარხანა… ანუ მთავარ წყაროს წარმოადგენს ბენზინი, რომელიც შეიცავს ტყვიას, მას ქვეყანაში არ იყენებენ, და ეს დადასტურებულია ჰაერის ხარისხის ტესტირების შედეგებით", — განაცხადა მეგრელიშვილმა.

ჩინოვნიკი ამტკიცებს, რომ ამ მონაცემების მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერში ტყვიის დონე რამდენჯერმე დაბალია დასაშვებ ნორმაზე. კერძოდ, თბილისში დაახლოებით 30-ჯერ დაბალია, ქუთაისსა და ბათუმში გაცილებით ნაკლებია.

რაც შეეხება რუსთავს, იქ ტყვიის დონე ასევე დასაშვებ ნორმაზე დაბალია,  მაგრამ სხვა ქალაქების მაჩვენებლებზე უფრო მაღალია. ამ ფაქტს მეგრელიშვილი განმარტავს იმით, რომ ქალაქს აქვს სამრეწველო, მეტალურგიული ზონა, იქ იწარმოება ცემენტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტყვიით დაბინძურება.

თბილისის ბაზრობებზე სახიფათო კოსმეტიკა გამოჩნდა >>

მეგრელიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ტყვია შეიძლება მოხვდეს ადამიანის სისხლში სხვადასხვა გზით, მათ შორის — შენობის შიდა ინტერიერიდან. კერძოდ, შენობა შეიძლება იყოს შეღებილი ისეთი საღებავებით, რომელიც დიდი რაოდენობით ტყვიას შეიცავს.

მეტეხის ხიდი - Sputnik საქართველო
ტყვია სისხლში - საქართველოში ბავშვებს შეამოწმებენ

ქვეყანაში არსებობს ტყვიის რამდენიმე წყარო, რომელსაც ამჟამად სახელმწიფო არ აკონტროლებს — ეს არის საღებავები, კოსმეტიკა, წყლის მილები, საკონსერვო ქილები, სამშენებლო და სამრეწველო სექტორები.

ჩინოვნიკის თქმით, კოსმეტიკაში, სათამაშოებში ან სხვა ნივთებისთვის წითელის ან ნარინჯისფერის მისაცემად დღემდე ტყვიის შემცველი საღებავები გამოიყენება.

„ამ მომენტისთვის ქვეყანაში ერთადერთი სექტორი, რომელიც რეგულირდება — ეს არის ბენზინი“, — განაცხადა მეგრელიშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0