05:47 25 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
თბილისის ცენტრი

სახელმწიფო დევნილი ოჯახებისთვის 700-ზე მეტ ბინას შეისყიდის

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (95)
124 0 0

მთავრობამ დევნილთათვის ბინების შესაძენად მორიგი კონკურსი გამოაცხადა.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით მენაშენეების კონკურსის მორიგ ეტაპს აცხადებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სამინისტრო თბილისში დაახლოებით 700 ბინას შეისყიდის, გორში კი 40-მდე მშენებარე ბინას.

საკონკურსო წინადადებების მიღება 5 თებერვალს დაიწყო და 26 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019-2020 წლებში მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის მიზნით 51,5 მლნ ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

კერძო პირებისგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვის განმახორციელებელმა კომისიამ დაადგინა კრიტერიუმები, რომლებსაც კონკურსში მონაწილე მენაშენეები უნდა აკმაყოფილებდნენ. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, თბილისში მხოლოდ ერთოთახიანი და ოროთახიანი ბინების შეძენის საკითხი განიხილება, რადგან სამინისტრომ 550 სამოთახიანი ბინა გასულ წელს უკვე შეიძინა.

მშენებლობების დასრულების საბოლოო ვადად 2020 წლის 30 ივნისი განისაზღვრა.

ბინების შესყიდვის პროცესის კიდევ უფრო ღიად და გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით კომისიის მუშაობის პროცესში ჩართული არიან ფინანსთა სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს ბიზნეს-ომბუდსმენის, მენაშენეთა ასოციაციისა და დევნილთა საკითხებზე მომუშავე 4 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანების „კონსორციუმი სამართლებრივი დახმარება საქართველოს“ (LAG) წარმომადგენლები.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვის კონკურსი სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდების საშუალებით გამოცხადდა.

მენაშენეებმა საკონკურსო წინადადებები სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინონ (თბილისი, თამარაშვილის 15ა).

მენაშენეებისთვის ღია კარის დღეც გაიმართება, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ კონკურსის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

2018 წლის ბოლოს სამინისტრომ მენაშენეების კონკურსის შედეგად თბილისში 500, ხაშურში 25 და მარნეულში 20 ბინა შეისყიდა.

საცხოვრებელი ფართები დევნილ ოჯახებს ეტაპობრივად გადაეცემათ.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (95)

მთავარი თემები