თელავში სოციალურად დაუცველ 103 ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად გადაეცა

© photo: Sputnikერეკლე მეორის ძეგლი
ერეკლე მეორის ძეგლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბინების დაკანონების შემდეგ ოჯახებს სოციალური შემწეობა არ შეუწყდებათ.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თელავში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები დაუკანონდათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
ბინა ერთ ლარად: თბილისში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა

გავრცელებული ინფორმაციით, 103 ოჯახს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფომ მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო და უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით ოჯახებს დღეს გადასცა.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, აღნიშნული კორპუსის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე თელავის მერია იზრუნებს.

არსებული ინფორმაციით, ბინების დაკანონების შემდეგ ოჯახებს სოციალური შემწეობა არ შეუწყდებათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0