ბინა ერთ ლარად: თბილისში საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად 411 ოჯახს გადაეცა

გამოწერა
კალაძის თქმით,  ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს,    თბილისის მერიისგან  მაქსიმალური თანადგომა ექნება

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. იმ მოქალაქეებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა ჰქონდათ, 2018 წელს ფართები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცათ, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მერიის ერთ წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.

თბილისში 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ>>>

იტალიური საფეხბურთო კლუბ  „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი თბილისის მერი 2017 წლის ნოემბერში გახდა. მან მთავარ პრიორიტეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ქალაქის გამწვანება, ეკოლოგიის გაუმჯობესება და ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.  

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
თბილისის ბიუჯეტი მილიარდს გადააჭარბებს: როგორ დაიხარჯება თანხები

კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის დაკმაყოფილებულია 411 ოჯახის განაცხადი და აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ძალიან ბევრი ადამიანი გვყავს ისეთი, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ და სხვადასხვა ბიუროკრატიული პრობლემების გამო, მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. ჩვენი ერთ-ერთი დაპირება იყო, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კალაძის თქმით,  ყველა იმ ადამიანს, ვისაც ფართების დაკანონების სურვილი აქვს,    თბილისის მერიისგან  მაქსიმალური თანადგომა ექნება.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად დაუკანონებს. 

ყველა ახალი ამბავი
0